პუტინი ავად გამხდარა (?!)
მეორე დღეა რუსული საინფორმაციო საშუალებები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უცნაურ გაუჩინარებაზე წერენ.
როგორც რუსული მედია იუწყება, ქალთა საერთაშორისო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მიერ გამართული შეხვედრა მისმა პირადმა ოპერატორმა 5 მარტს, წინასწარ ჩაწერა. რუსეთის პრეზიდენტისა და ქალბატონების შეხვედრას პრესის წარმომადგენლები არ დასწრებიან. ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე ბოლოს სწორედ 5 მარტს, იტალიის პრემიერმინისტრ მატეო რენცისთან შეხვედრის დროს გამოჩნდა, მას შემდეგ, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, პუტინმა არასაჯარო შეხვედრები გამართა, რომელსაც მხოლოდ ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის ლიდერმა ყახაზეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. თუმცა, როგორც პრეზიდენტის პორესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, პუტინი თავს კარგად გრძნობს.
ბოლო ორი დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ინეტრპრესნიუსის" მასალების მიხედვით