"ცოცხალი სისხლის გემო იგრძნო ბიჭმა" - რას ნანობს ამის დამწერი ჩემპიონი - კვირის პალიტრა

"ცოცხალი სისხლის გემო იგრძნო ბიჭმა" - რას ნანობს ამის დამწერი ჩემპიონი

"გულსატკენია, რომ ერთი ფეხის დაცდენის გამო ყველამ ტალახი მესროლა."

"ვარ სპორტსმენი, ძალისმიერ სამჭიდში წლებია თავდაუზოგავად ვშრომობ. მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ვარ, 2010 წელს კი გავხდი სპორტის საერთაშორისო ოსტატი, ასევე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ვარ და არ მახსოვს, ვინმეს ამ კუთხით ყურადღება მოექციოს ჩემთვის, დაინტერესბულიყოს..."

სოციალურ ქსელში ძაღლების ჩხუბის ამსახველი ფოტომასალა გარვცელდა, რომელმაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ჩხუბის მომწყობის დასჯასაც მოითხოვდნენ. დავუკავშირდით ძაღლის პატრონს არჩილ შაშურაშვილის, რომელიც ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონია.

- ამ საქმის გამო პოლიციამ დამკითხა, დარწმუნებული ვარ, გამოიძება ჩემს უდანაშაულობას დაადასტურებს. სოციალურ ქსელებში დაწერეს, თითქოს მე დავგეგმე ძაღლების ჩხუბი, მაგრამ ასე არ ყოფილა. მყავს პიტბული, რომელიც უკვე 7 თვეა ჩემს ოჯახში ცხოვრობს. ნებისმიერ მეზობელს შეგიძლიათ ჰკითხოთ, ამ ძაღლის ჩხუბი არავის გაუგია. ჩემი ეზოსთვის მყავს ეს ძაღლი და არა - საჩხუბრად. ძაღლი მთელი დღე ჯაჭვითაა დაბმული, დღის განმავლობაში ცოტა ხნით ვუშვებ ხოლმე. ახლაც ასე მოხდა და თავისუფლება რომ იგრძნო, ჩემი სახლის ქვემოთ ბაღებია და იქით გაიქცა. სადაც ნახა სხვა ძაღლები... ვიდრე მე მივედი, ეცა და მოხდა ის, რაც ყველამ ნახა. ვყვიროდი, რომ ვინმე მომხმარებოდა, მერე მეზობლის ქალმა ჯოხი გამოიტანა და ასე დავაშორეთ ერთმანეთს. ნამდვილად ვარ დამნაშავე, რომ ჯაჭვს ხელი გავუშვი, მაგრამ განზრახ არაფერი გამიკეთებია.

- გასაგებია რაც მომხდარა, მაგრამ რატომ დადეთ ის ფოტოები, რომელმაც ამხელა რეზონანსი გამოიწვია?

- ვარჯშზე ვიყავი როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ფოტოებს ასეთი გამოხმაურება მოჰყოლია, ამიტომაც წავშალე. არ მინდოდა ვინმე გამეღიზინებინა. აბსოლუტურად ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელი, თუ გამოძიება დაადგენს რომ დამნაშავე ვარ, იმისთვისაც მზად ვარ პასუხი ვაგო. ეს სურათი იმის გამო ავტვირთე, რომ ჩემს მეგობრებს ჩემი ძაღლი ენახათ.

- რატომ დააწერე ფოტოს: "ცოცხალი სისხლის გემო იგრძნო ბიჭმა"...

- ამით იმის თქმა მინდოდა, რომ პირველად იჩხუბა და სხვა - არაფრის. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ჩემს ძაღლს ის ძაღლი დაეგლიჯა. დამნაშავე მხოლოდ იმაში ვარ, რომ ძაღლი გამექცა... ძაღლის "გამარიაჟება" მინდოდა, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო და ამიტომაც წავშალე ფოტოები. ძალიან მატკინა გული ხალხის რეაქციამ და კომენტარებმა. მე კი გავაკეთე ცუდი, მაგრამ იმ კომენტარებით მათ ნაკლები გააკეთეს?! ერთი ვინმე მაინც დაინტერესბულიყო რა მოხდა რეალურად და მერე გაველანძღე. მოგეხსენებათ, ვარ სპორტსმენი, ძალისმიერ სამჭდიში წლებია თავდაუზოგავად ვშრომობ. ვარ სპორტსმენი, ძალისმიერ სამჭიდში წლებია თავდაუზოგავად ვშრომობ. მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ვარ, 2010 წელს კი გავხდი სპორტის საერთაშორისო ოსტატი, ასევე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ვარ და არ მახსოვს, ვინმეს ამ კუთხით ყურადღება მოექციოს ჩემთვის, დაინტერესბულიყოს... გულსატკენია, რომ ერთი ფეხის დაცდენის გამო (რომელსაც ნამდვილად ვნანობ) ყველამ ტალახი მესროლა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)