"თუ რამე არ მოეყინება..." - კვირის პალიტრა

"თუ რამე არ მოეყინება..."

25 წლის მსახიობი რაილი კიო ჯერ სუპერვარსკვლავი ნამდვილად არ არის, თუმცა, მაინც ბომონდის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან გოგონა ელვის პრესლის შვილიშვილია. ის ახლახან გათხოვდა. მისი რჩეულია ავსტრალიელი კასკადიორი ბენ სმით-პიტერსონი. საინტერესო კი ის არის, რომ წყვილმა თაფლობის თვის გატარება არა პარიზში ან მალდივის კუნძულებზე, არამედ ჰიმალაის მთებში, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ევერესტის ყველაზე მაღლა მდებარე ალპინისტურ ბანაკში გადაწყვიტა. თაფლობის თვის შემდეგ ტიბეტში აპირებენ გამგზავრებას. გაოცებული პრესა კი წერს, რომ ბენს "ვაჟკაცობის დამტკიცება ცაში მოუწევს, თუ რომელიმეს რამე არ მოეყინა..."