"რუსული ჯარი რომ გვეხმარებოდეს, ახლა კიევში ვიქნებოდით" - ვინ არის "მოტოროლა?!" - კვირის პალიტრა

"რუსული ჯარი რომ გვეხმარებოდეს, ახლა კიევში ვიქნებოდით" - ვინ არის "მოტოროლა?!"

"მოტოროლა" რომ რუსული სპეცსამსახურების ბრენდია, ამაში ეჭვი აქ მომუშავე თვით რუსი კოლეგების დიდ ნაწილსაც არ ეპარება.

"ჩვენ ვაკონტროლებთ 40 % და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ მთლიანად არ გავწმენდთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიას უკრაინელი ოკუპანტებისაგან, ჩვენ ამისთვის გვაქვს საკმაო რესურსი და სულისკვეთება."

ვინ არის რუსული და სეპარატისტული მედიასაშუალებების მიერ "ლეგენდარულ" მებრძოლად წოდებული "მოტოროლა?!" - სეპარატისტულ მოძრაობამდე მისი არსებობის შესახებ არათუ დონბასში, თვით მის მშობლიურ ქალაქშიც კი არაფერი იცოდნენ. დღეს, ის სარგებლობს საკმაოდ დიდი ავტორიტეტით და გავლენით, როგორც მებრძოლებში და სეპარატისტულ "ხელისუფლებაში", ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილში. მის წარმოჩენაში რუსულ მედიასაშუალებებს საკმაოდ დიდი როლი აქვთ და ეს გასაგებიცაა - სეპარატისტებს სჭირდებათ "გმირები" და ისინიც ქმნიან მათ.

ვინც აღმოსავლთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალყურს, მათთვის ცნობილია ანტიტერორისტული ოპრაციაში შემავალი უკრაინის შეიარაღბული ძალებისა და რუსეთის მიერ მხარდაჭრილი პრორუსი სეპარატისტების ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული დაპირისპირების ადგილები: ილოვაისკი, დებალცევო, უგლგორსკი და დონეცკის აეროპორტი, რომელზე კონტროლი უკრაინის ძალოვნებმა, დიდი წინააღმდგობის მიუხედავად, ერთმანთის მიყოლბით დაკარგეს. ადგილობრივი და რუსული მედია  ამ საბრძოლო ოპერაციებში წარმატებებს "მოტოროლას" სტრატეგიას და მისი შეიარაღებული დაჯგუფება "სპარტას" უშუალო მონაწილობას უკავშირებენ. გთავაზობთ ინტერვიუს "მოტოროლასთან," ექსკლუზიურად ქართული გამოცემისთვის.

- ვინაა "მოტოროლა", მოგვიყევით თქვენ შესახებ?

- მე არსენ პავლოვი ვარ, დავიბადე 1982 წლის 2 თებერვალს უხტაში, რომელიც რუსეთის კომის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის.

- თქვენ ყველა გიცნობთ როგორც "მოტოროლას," თქვენი ნამდვილი სახელი დღემდე დანამდვილბით არავინ იცის, რატომ "მოტოროლა?"

- ჯარში სამსახურისას მეკავშირე ვიყავი, ვმუშაობდი "მოტოროლას" ფირმის აპარატურით და იქიდან შემარქვეს. ეს იყო ჩეჩნეთის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს. 15 წლის ვიყავი მშობლები რომ გარდამეცვალა, მერე ბებია მზრდიდა. განათლება ვერ მივიღე, ამიტომ წავედი ჯარში, სადაც 4 წელი ვიმსახურე, მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო და სამხედრო ხაზით კავშირგაბმულობის სპეციალისტის ცოდნა მივიღე.

- მოდით, თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით, ცნობილია, თქვენ შარშან ივნისში აქ დონეცკში იქორწინეთ, არადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თრუსეთში მეუღლეც გყავთ და შვილებიც?

- 6 წლის შვილი მყავს.

- პირველ მეუღლესთან გაყრილი ხართ?

- არა

- მაშინ, იქნებ, აგვიხსნათ, როგორ მოხდა, რომ განქორწინების გარეშე მეორედ იქორწინეთ, რუსეთის მოქალაქე ხართ, რუსული კანონმდებლობა კი მრავალცოლიანობას რა ითვალისწინებს...

- არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოხდა ისე, როგორც მოხდა, საომარ ვითარებაში ეს პირველი ქორწინება იყო, ამიტომ, არა მგონია, აქ ოჯახის შექმნაზე უფრო მნიშვნელოვანი გაყრის ფორმალობა იყოს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ჩემი მეუღლე ელენე კოლენკინა სლავიანსკიდანაა. გავიცანი, როცა სლავიანსკისთვის ვიბრძოდით. მოხდა ისე, რომ უკროპების ერთერთი შემოტევის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა მოგვიწია, მათ შორის იყო ელენა, შემდეგ დავვახლოვდით და შარშან 10 ივნისს ვიქორწინეთ, მალე ველოდებით გოგონას.

- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საომარი მოქმედებებისას თქვენ საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრეთ?

- ეს "უკროპების" პროპაგანდაა და სიმართლეს არ შეეფერება. დაჭრილი ვიყავი, ამიტომ სამკურნალოდ ჩვედი ყირიმში, მეუღლეც თან მახლდა... ყირიმში ისედაც ხშირად ჩავდივარ, ჩვენი შეიარაღებული ფორმირება "სპარტა" სწორედ ყირიმში ჩამოვაყალიბე.

- დონბასში როგორ აღმოჩნდით?

- როგორ აღმოვჩნდი (იცინის)? ჩავჯექი მატარებელში და ჩამოვედი.

- და მაინც რატომ გადაწყვიტეთ ჩამოსვლა?

- როგორც კი მაიდანზე "ნაციკებმა: (გულისხმობს უკრაინელ ნაციონალისტებს - ჯ.წ.) გამოაცხადს, რომ ყოველ მოკლულ თანამებრძოლზე ისინი მოკლავდნენ 10 რუსს, ტელვიზორში ამ ყველაფრის ყურებას, ვარჩიე, ჩამოვსულიყავი. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი, მითუმეტეს, რომ სამხედრო გამოცდილება მქონდა.

- და რამდნად გამოცდილი იყავით?

- 4 წელი ვიმსახურე საზღვაო ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში, ორჯერ ვიყავი 6-6 თვით ჩეჩნეთში, როცა იქ ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდებოდა. დონბასი რუსული მიწაა, აქ რუსული სამყაროა, ჩვენ აქ იმისთვისა ვართ, რომ დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა დასავლეთის მიერ წახალისებული უკრაინელი ნაციონალ-ფაშისტებისაგან.

- გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ეს უკრაინის საერთაშორისო აღიარებული ტერიტორიის ნაწილია...

- უკრაინელები რუსთშიც ცხოვრობენ, მაგრამ მათ გენოციდს არავინ უწყობს, აქ კი რუსებს გენოციდს უწყობენ, ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ რფერენდუმის გზით გადაწყვიტა, ნაცისტური უკრაინისაგან დამოუკიდებლად იცხოვროს. ეს აღარ არის უკრაინა! ეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკაა, რომელსაც ჰყავს ხალხის არჩეული თავისი ხელისუფლება, ჩვენ კიდევ აქ იმისთვის ვართ, რომ დავიცვათ აქაური მოსახლეობის ინტერესები.

- თქვენ აკონტროლებთ დონეცკის ოლქის უმნიშვნელო ნაწილს?

- ჩვენ ვაკონტროლებთ 40 % და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ მთლიანად არ გავწმენდთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიას უკრაინელი ოკუპანტებისაგან, ჩვენ ამისთვის გვაქვს საკმაო რესურსი და სულისკვეთება.

- რესურსში თქვენ გულისხმობთ რუსეთის რგულარულ ჯარებს და რუსულ სამხედრო ტექნიკას?

- რუსეთი ჩვენ არ გვეხმარება არც სამხედრო ტექნიკით და არც რეგულარული ჯარის ნაწილებით, აქ რუსებს ვისაც ხედავთ, ყველანი მოხალისეები არიან. ის, რასაც უკრაინა და დასავლეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ, საინფორმაციო ომის ნაწილია. ჩვენ, რომ რუსული რეგულარული ჯარი გვეხმარებოდეს ახლა კიევში ვიქნებოდით, ომიც არ გაიწელებოდა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლიც ნაკლები იქნებოდა. რუსეთი დღეს არის ერთადრთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც არა მარტო ლაპარაკობს, არამედ მოქმედებს დონბასში მცხოვრები ბავშვბის, ქალების და მოხუცების დასაცავად.

- თქვენი აზრით, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საომარი მოქმედებები დონბასში?

- ჩემი აზრით, დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 5 წელზე მეტი შეიძლება გაგრძელდეს და ის აუცილებლად ერთმნიშვნელოვნად ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება, რადგან ჩვენს მხარესაა სიმართლე და ჩვენთან არის ღმერთი.

- მთელ უკრაინაზე ფიქრობთ კონტროლის მოპოვებას?

- ამას ვერ გეტყვი. ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რომელ სახელმწიფოში იცხოვროს.

- ვხედავ თქვენზე მედლებს და ორდენებს?

- მედლები და ჯილდოები არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა ოკუპანტებისგან, ის მიწა, სადაც უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა.

- რა უნდა გააკეთოთ ამ ომის შემდეგ, სამოქალაქო სპეციალობა თუ გაქვთ რამე?

- მაშველად ვიმუშავებ (იცინის), რა თქმა უნდა, ვხუმრობ. შვილებს გავზრდი, მინდა, 6 ბიჭი და ერთი გოგონა მყავდეს.

პ.ს. ჩვენი საუბრისას არაერთხელ ვეცადე, გამერკვია, დონბასში ჩამოსვლამდე რითი იყო დაკავებული, აშკარად ჩანდა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ სიამოვნებდა და საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა. შევეცადე ჩემი რუსი კოლეგების მეშვეობით მომეპოვებინა ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, "მოტოროლა" ბოლო წლები ცხოვრობდა როსტოვში და აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე მუშაობდა ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში, ასევე დავადგინე, რომ მას საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა როსტოველ სამართალდამცავებთან, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმ სამრეცხაოდან, სადაც მუშაობდა, ავტომობილი გაიტაცა. როგორც რუსმა კოლეგებმა ამიხსნეს ის არჩევანის წინაშე იდგა ან ციხეში უნდა წასულიყო ჩადენილი დანაშაულისთვის ან დონბასში მოხალისედ, სამართალდამცავების ზეწოლით და სასჯელის თავიდან ასაცილებლად ის მოხალისედ წავიდა დონბასში... დანარჩენად მისი გმირობა რუსული მედიის მიერ შექმნილი მითია... დღეს "მოტოროლა" ცხოვრობს, დონეცკში 2500 გრივნად ნაქირავებ ბინაში და ქალაქში ვლადიმერ ჟირინოვსკის მიერ ნაჩუქარი რუსული "ნივით" დადის. "მოტოროლა" რომ რუსული სპეცსამსახურების ბრენდია, ამაში ეჭვი აქ მომუშავე თვით რუსი კოლეგების დიდ ნაწილსაც არ ეპარება.

ჯამბულ წულაია

დონეცკი, უკრაინა

წყარო Georgian Journal