მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი მათემატიკის მასწავლებელი - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი მათემატიკის მასწავლებელი

მასწავლებელი, რომელიც სტუდენტებისთვის დიდი სურპრიზი აღმოჩნდა...

”მათემატიკა და ფიზიკა იძლევა შესაძლებლობას, რომ მართლაც შექმნა რაიმე ისეთი, რაც რეალურად აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნება...

 

მას პიეტრო ბოსელი ჰქვია და როგორც უცხოური ინტერნეტსაიტები წერენ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მათემატიკას ასწავლის. ბიჭი სულ 26 წლისაა და განსაკუთრებულად მომხიბვლელი გარეგნობით გამოირჩევა. მისი ასაკისა და გარეგნობის შემხედვარეთ, უჭირთ დაიჯერონ, რომ ის ურთულეს სამეცნიერო მიმართულებაში მუშაობს.

მის ერთ-ერთ სტუდენტს არიეფ აზილის მასწავლებლის სახე მეტად ეცნობოდა, ამიტომ ინტერნეტში გადაწყვიტა მის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ძიება მეტად საინტერსო შედეგით დასრულდა, როგორც აღმოჩნდა მათი, მასწავლებელი, რომელსაც ლექციაზე თვალს ვერ წყვეტდნენ, უახლოეს წარსულში სუპერმოდელი გახლდათ და არც მეტი არც ნაკლები, მას არმანის სახლისთვისაც კი იღებდნენ. თუმცა მან სუპერმოდელის კარიერას სამეცნიერო მუშაობა ამჯობინა. პიეტრო ამბობს, რომ მას ბევრი იდეა და ბევრი ამბიცია აქვს და ცდილობს ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს. ”მომწონს, როდესაც რაღაც ახალს ვსწავლობ და ვქმნი, მომწონს ისიც, როდესაც უკვე გაკეთებლი საქმე უკან რჩება და ახალს ვიწყებ. მათემატიკა და ფიზიკა იძლევა შესაძლებლობას, რომ მართლაც შექმნა რაიმე ისეთი, რაც რეალურად აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნება...”

წყარო