გურამ დოჩანაშვილი: იყავი ვინც ხარ!.. - კვირის პალიტრა

გურამ დოჩანაშვილი: იყავი ვინც ხარ!..

"რომ ლაპარაკობენ, ან ამერიკა, ან რუსეთიო, - რა უბედურებაა, რატომ, კაცო? იყავი ვინც ხარ! თავის მიწაზე რომ არ მდგარიყო სერვანტესი, არ იქნებოდა ჩვენთვის ისეთი მშობლიური. - ესაა ამონარიდი ყველასათვის საყვარელი მწერილი გურამ დოჩანაშვილის ნაუბრიდან. სტატიას, რომელშიც გაიგებთ რაზე ოცნებობდა ბატონი გურამი სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისში, რა ოცნება აუხდა მას და რა ვერა - მის საოცარ მეუღლეს, გაზეთ "კვირის პალიტრის" ა.წ. 6 აპრილის ნომერში იხილავთ.

ბატონ გურამს 26 მარტს 76 წელი შეუსრულდა. მისი დაბადების დღე ზუგდიდში განსაკუთრებულად იზეიმეს. საყვარელ მწერალს ლამის მთელმა სამეგრელომ უმასპინძლა. მეუღლესთან, ქალბატონ ნათელა სეფიაშვილთან ერთად ეწვია მზითა და სიყვარულით სავსე ქალაქს და გვერდს მისი ერთ-ერთი საყვარელი "გმირი", ვასილ კეჟერაძე უმშვენებდა - მსახიობი ზურაბ ცინცქილაძეც მეუღლესთან, მსახიობ თამარ დათუაშვილთან ერთად, სტუმრობდა სამეგრელოს.

ზუგდიდში მწერლის დაბადების დღის აღნიშვნის "ავტორები" მასზე და მის შემოქმედებაზე შეყვარებული ადამიანები იყვნენ - ხატია ჯანაშია, ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშის" ხელმძღვანელობა: ნინო მამფორია და ნატა კემულარია და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ბადრი წერედიანი. მათთან ერთად კი თანამონაწილე და სიხარულის თანაზიარი იყო მთელი ზუგდიდი. დაბადების დღეს სამი ღონისძიება მოეწყო: ერთი-ულტრათანამედროვე საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში; მეორე-არტგალერეაში და მესამე-სადღესასწაულო წარმოდგენა-კონცერტი კულტურის ცენტრ "ოდიშის" დარბაზში; საღამოს შემდეგ ბატონი გურამი თაყვანისმცემელთა ალყაში მოექცა: ვინ ავტოგრაფს თხოვდა, ვინ ფოტოს გადაღებას. უცებ პატარა ბიჭი შევნიშნე, ასე, 11-12 წლის, მწერლის ზურგშექცევით იდგა, ხელში მობილური ეკავა და აქეთ-იქით ატრიალებდა. ძნელი მისახვედრი არ იყო: მწერალთან ფოტოს გადაღების იმედი გადაეწურა და "სელფით" სცადა ბატონ გურამთან ერთად კადრში მოხვედრა...

"პირველად მოთხრობა რომ მიიტანა დასაბეჭდად, მავანმა უთხრა, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო. გაბრაზებულმა მისი სახელის პირველი ასო ამოკაწრა კედელზე და ყოველდღე იმეორებდა, ეს როგორ მითხრაო... ახალი ნაწარმოების წერას რომ იწყებს, ჰგონია, ცხოვრებაში პირველად წერს და პატარა ბავშვივით ღელავს, თრთის, - როგორ შეაფასებენ." - იხსენებს მწერლის მეუღლე...

სტატია იხილეთ "კვირის პალიტრის" ა.წ. 6 აპრილის ნომერში