რატომ დააკავეს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე?! - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე?!

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დააკავეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ინციდენტის ვორონცოვზე მოხდა, სადაც ნასვამი ნაკაშიძე პოლიციასთან თავად მივიდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ კი, პოლიციელებმა მსახიობი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

ნაკაშიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს ბრალი ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის მუხლთ ედავებიან.

მსახიობის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.