შალავა აბულაძე დააკავეს - კვირის პალიტრა

შალავა აბულაძე დააკავეს

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში დააკავეს.

"რუსთავი 2" -ის ონფორაციით,  შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა და ის ამ წუთებში  უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოყავთ. გუშინ აბულაძეს დაუსწრებლად ბრალი უკვე წარუდგინეს, სავარაუდოდ, მას სასამართლო დღესვე შეუფარდებს თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებას.

დაკავებულ აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. თავდასხმის ბოლო შემთხვევა 4 აპრილს თბილისში მოხდა. ვარკეთილში ის ორმა პოლიციელმა შემოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც აბულაძემ ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა პოლიციელი ბექა მარგიშვილი. დაიჭრა მეორე პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი.