ჰიჯაბით შემოსილი ქალები და ვაჰაბიზმის გავლენა პანკისში - როგორ ხვდებიან ახალგაზარდები სირიაში?! - კვირის პალიტრა

ჰიჯაბით შემოსილი ქალები და ვაჰაბიზმის გავლენა პანკისში - როგორ ხვდებიან ახალგაზარდები სირიაში?!

"მშობლებს შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ, სახლიდან გასულები სირიაში რომ არ აღმოჩდნენ..."

"ერთადერთი, რაც ხეობაში ფუნქციონირებს, ვაჰაბიტური მეჩეთია, სადაც არაბულ ენასა და ვაჰაბიზმს ასწავლიან. შემდეგ კი, ახალგაზრდებს ეგვიპტესა და საუდის არაბეთში უშვებენ სასწავლებლად. თუმცა, იმის მიღმა კიდევ რას აკეთებენ, ეს უკვე არავინ იცის..."

"ისლამური სახელმწიფოს", "ალ ქაიდასა" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში, 25 ათასზე მეტი უცხოელი იბრძვის, - ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციები ავრცელებენ. მათ შორის შორის არიან საქართველოდან წასული ახალგაზრდები და მოზარდებიც. პანკისის ხეობის მცხოვრებთა მღელვარების მიუხედავად, სირიაში წამსვლელთა რაოდენობა არ მცირდება. ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, როგორ და რატომ მიდიან სირიაში პანკისელი ბიჭები...

კითხვები მრავალია: როგორ გადაკვეთეს საზღვარი 16 წლის არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამაზ ბაღაკაშვილმა? მშობლების თანხმობის გარეშე რატომ გადაატარეს ჩვენს საზღვარზე არასრულწლოვანი მოზარდი და რატომ შეიტყვეს ამის შესახებ ოჯახებმა მოგვიანებით, ისიც - სოციალური ქსელიდან? ვინ და რატომ ახოცინებს ჩვენს მოზარდებს სირიის საბრძოლო მოქმედებებში?..

"თვითმფრინავით გადაფრინდა სირიაში. არც პასპორტი ჰქონდა, პირადობა დაჩქარებული წესით ჩუმად აუღია. ანუ ხომ ფაქტია, რომ ვიღაცის ხელშეწყობით წავიდა... ხეობიდან არასდროს გასულა. თვითმფრინავი, ტელევიზორის გარდა არასდროს უნახავს. სკოლაში რომ მიდიოდა, უთქვამს, ბებიასთან წავალო. სინამდვილეში, სკოლიდანვე წავიდა." - აცხადებს ერთ-ერთი გაპარული მოზარდის ახლობელი.

ბოლო ინფორმაციით, მოზარდები უკვე სირიაში არიან, თავს კარგად გრძნობენ და მშობლებს სთხოვენ, არ ინერვიულონ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სირიაში წასული ქისტი ახალგაზრდები ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოფელ ჯოყოლოში გადადიოდნენ და იქ მინდორში მათთვის უცნობ პირებს ხვდებოდნენ.

სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს წევრებმა წერილობითი მიმართვა შეიმუშავეს, რომელიც ხელისუფლებას გაუგზავნეს. ისინი რამდენიმე დღის წინ, სხვის ომში გაპარული სკოლის მოსწავლეების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, ამ პრობლემისგან დამცავი მექანიზმი ან საკანონმდებლო რეგულაციის შემუსავება, რომელიც ახალგაზრდების ქვეყნის გარეთ მიმდინარე მსგავს პროცესებში ჩართვას გააკონტროლებს... საბჭოს სხდომას ხეობაში მცხოვრები ვაჰაბიტებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ მიმართვას ხელი არ მოაწერეს. მათი თქმით, ადამიანი გადაწყვეტილებას თავად იღებს. დუისელების თქმით, ადგილობრივი მოზარდები სწორედ ვაჰაბიტებისგან განიცდიან იდეოლოგიურ წნეხს და ფულის სანაცვლოდ ვაჰაბიტები მათ მცირეწლოვან შვილებს იბირებენ.

რამდენიმე დღის წინ, პანკისის ხეობაში კიდევ ერთხელ იმყოფებოდა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე, რომელმაც თავად ნახა ხეობაში არსებული ვითარება და იქ დაგროვილი პრობლემები ადგილობრივებისგან მოისმინა:

- საკმაოდ ხშირად, უკვე წლებია დავდივარ პანკისის ხეობაში, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში არ ვყოფილვარ და ამ ჯერზე ხეობაში დანარჩენი საქართველოს მიმართ გაუცხოვება ვიგრძენი. არადა, მსგავსი რამ თვალში არასდროს მომხვედრია, ისინი ყოველთვის ქვეყნის ორგანულ ნაწილად მიიჩნევდნენ თავს... არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ რაღაცას ვკარგავთ.

- რას ნიშნავს, "რაღაცას ვკარგავთ?"

- პანკისის ხეობის მოსახლეობა დაიღალა, იმ სიტუაციით, რომ ამ ხეობაში მუდმივად რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება და იქურება სულ მომატებულ საფრთხედ აღიქმება; ასევე, დაიღალა სოციუალური პრობლემებით, გაჭირვებით, ხელისუფლების უყურადღებობით. ხეობაში არაფერი მუშაობს, მათი დასაქმებაზე არავინ ზრუნავს. ახალგაზრდებისთვის არ არსებობს არაფერი, აღარც სპორტული წრეები, არც სხვა რამ გასართობი... ანუ სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვებს არანაირი განსატვირთი, გასართობი და გასახალისებელი გარემო არ აქვთ. ახლა კი დაიწყეს სპორტული დარბაზების მშენებლობა, მაგრამ არავინ იცის, ბოლომდე აშენდება, თუ - არა. რაც მთავარია, მშენებლობებეზე ადგილობრივები არ დაუსაქმებიათ. წინა ხელისუფლების დროს, სოფელ ჯოყოლოში გაიხსნა "ხელოვნების სკოლა" სადაც თექის კულტურას, ქარგვას, ხატვასა და ასეთ რამებს ასწავლიდნენ. მაშინ იმ სკოლაში ე.წ. ვაჰაბიტებიც დადიოდნენ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სკოლის დასაცავად შესანარჩუნებლად, ჯოყოლოს ჯამაათი გამოვიდა, მაგრამ მაინც დახურეს.

ერთადერთი, რაც ხეობაში ფუნქციონირებს, ვაჰაბიტური მეჩეთია, სადაც არაბულ ენასა და ვაჰაბიზმს ასწავლიან. შემდეგ კი, ახალგაზრდებს ეგვიპტესა და საუდის არაბეთში უშვებენ სასწავლებლად. თუმცა, იმის მიღმა კიდევ რას აკეთებენ, ეს უკვე არავინ იცის... ვაჰაბიზმის მიმდევარები, პანკისის ხეობაში, პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს გამოჩნდნენ. ვინაიდან, ვაჰაბიზმის მიმდევრები ფინანსურად ეხმარებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სამედიცინო ხარჯებსა და ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლას აფინანსებდნენ, მოკლედ ამ და სხვა მიზეზები გამო, პანსკისი ხეობის მცხოვრებთა უმეტესობა, დღეს უკვე ვაჰაბიზმის მიმდევარია. ტრადიციული მუსლიმები იქ მხოლოდ მოხუცები დარჩნენ და ამ რეალობაზე ძალიან წუხან. როგორც ახლა პანკისში მითხრეს, ხელისუფლებიდან იყო ინიციატივა, რომ ამ ტრადციულინ სილამის მიმდევარი ახალგაზდრები ჩამოიყვანონ თბილისში, 6-თვიან კურსებზე, სასულიერო სწავლებაზეა ლაპარაკი, შემდეგ პანკისში მეჩეთის გარემონტებას აპირებენ, რომლის ბაზაზეც სასწვლო ცენტრი დაარსდება...

- ნინო, ადგილობრივი ხელისუფლების როლი როგორია პანკისის ხეობაში?

- ამ მძიმე რეალობას ისიც ემატება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევს იქაურებს, მთელი პასუხისმგებლობა გადაბარებული აქვს "უხუცესთა საბჭოს", რომელიც წლების წინ, ძალიან ავტორიტეტული იყო, მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც ვაჰაბიზმი მომძლავრდა და მათი "ჯამაათური ორგანოები" გაძლიერდა, "უხუცესთა საბჭოს" საქმიანობა ნაკლებად ეფექტიანია. რაც მთავარია, ახალგაზდრები მათ არც უჯერებენ, რადგან ვაჰაბიზმი უფრო პერსპექტიულად ეჩვენებათ. ამ ფონზე, პოლიციის როლიც შემცირდა, რადგან მათგანვე ისმის ხოლმე ასეთი განცხდებები, - გაარკვიოს უხუცესთა საბჭომ, მაგრამ "უხუცესთა საბჭო" უკვე ნაკლებად ავტორიტეტულია...

- რამდენიმე დღის წინ ორი მოზარდის დაკარგვის შესახებ გახდა ცნობილი. რას ამბობენ ამაზე ადგილობრივები?

- არსებობს სავარაუდო სქემა, რის მიხედვითაც ისინი სირიაში მოხვდენ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია, - 2013 წელს, როდესაც ერთ პანკისელ ქალბატონს ორი შვილი დაეღუპა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, - შვილები სირიაში დასახოცად არ გამიზრდიაო, ყველას მიმართავდა, ხმა ამოღეთო, რათა სხვების შვილებსაც იგივე არ მოსვლოდათ, მთელი ხეობა ჩუმად იყო... ხეობა დუმდა, მეორე, მესამე და ყველა მომდევნო შემთხვევაშიც... ყველა ფიქრობდა, რომ ეს მათ ოჯახს არ დაემართებოდა, მაგრამ ახლა, არასრულწლოვნების გაყვანაც დაიწყეს, მშობლებს შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ, სახლიდან გასულები სირიაში რომ არ აღმოჩდნენ... ამიტომ, გამოსავალს თავად ეძებენ, ზოგმა შვილი შირაქში გაუშვა ცხვარში, ზოგმა - მთაში და ა.შ...

- არც ისე დიდი ხნის წინ, გაერო-მ წაგვიყავანა პანკისის ხეობაში, ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი თანატოლი პანკისელი გოგონები და ქალბატონები, თავშლით, ანუ ტრადიციული მუსლიმური წესით შემოსილები. თუმცა, მე ვნახე თქვენს მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ადგილობრივ ქალბატონს ჰიჯაბი ემოსა...

- დიახ, მალე ისე "შემოგვეპარა" ასეთი რამეები, მათ შორის, მსოფლმხედელობის შეცვლა, რომ ვერც გავიგეთ, მეტსაც გეტყვით, ახლახან გავიგე, რომ ვაჰაბიტი ბიჭები ინტერნეტით ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გოგონებს, მათ და ცოლად მოჰყავთ ისინი. ამას წინათ, ერთი ბათუმელი და ერთი ქუთაისელი გოგონა გათხოვდა ვაჰაბიტ ბიჭზე და მათი რელიგია მიღეს. იცით ალბათ, რომ მათ ოთხი ცოლის ყოლის უფლება აქვთ... კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ტრადიცულ მუსლიმია. საერთოდ, კი სიტუაცია პანკისში იმაზე მძიმეა, ვიდრე შორიდან ჩანს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

წაიკითხეთ ასევე: სიკვდილის გზა პანკისიდან სირიამდე