ხარძიანის მკვლელობაში 2 ადამიანი მონაწილეობდა?! - კულუარულად ამბობენ, რომ საქმე მალე გაიხსნება - კვირის პალიტრა

ხარძიანის მკვლელობაში 2 ადამიანი მონაწილეობდა?! - კულუარულად ამბობენ, რომ საქმე მალე გაიხსნება

როდის გამოქვეყენებს პროკურატურა სალავური გარეგნობის ჩეჩენის ფოტორობოტს?

უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და გამოძიებას უკვე ჰყავს ეჭვმიტანილი. ითქვა, რომ ეს არის სლავური გარეგნობის ჩეჩენი, რომელიც მკვლელობამდე სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და მკვლელობიდან მოკლე ხანში ქვეყნიდან უკრაინაში გაფრინდა. ის, რომ სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია დაადასტურა ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ. მან "კვირის პალიტრასთან" განაცახადა:

- ჩეჩენი წარმომავლობის არის თუ არა მკვლელი, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, დღე-დღეზე მკვლელის ვინაობა უნდა გაცხადდეს. ყველა დეტალი ცნობილია გამოძიებისთვის, მკვლელის თვალის ჭრილი, ცხვირის ფორმა გარკვეულია... მის ვინაობას ამ დღეებში გაახმაურებენ.

"კვირის პალიტრისთვის ასევ ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა მუშაობს ვერსიაზე, რომელის მიხედვითაც ხარძიანის მკვლელობაში 2 ადამიანი მონაწილეობდა.

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურას აქვს ინფორმაცია, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. სავარაუდოდ, ერთი ბიზნესმენს უთვალთვალებდა, მეორე კი უშუალო შემსრულებელი იყო. მათ მკვლელობიდან რამდენიმე საათში დატოვეს საქართველო." - ვკითხულობთ გაზეთის სტატიაში.

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის ვაჟის მიხეილ ხარძიანი ბრალდებებს გარადცვლილის მეუღლის, ეკა ნონიკაშვილის მისამართით, ამაზე პროკურატურაში არანაირი კომენტარი არ კეთდება. კულუარულად ამბობენ, რომ ეს საქმე, რომელიც, საბოლოოდ შეკვეთილ მკვლელობად კვალიფიციდება, მალე გაიხსნება, იმედია, გამოძიება არა მხოლოდ შემსრულებლის, არამედ შემკვეთის დადგენასაც მოახერხებს.

იხილეთ სტატია