ალპების ტრაგედიის პირველადი ანგარიში - როგორ ვარჯიშობდა ლუბიცი თვითმფრინავს ჩამოგდებაში - კვირის პალიტრა

ალპების ტრაგედიის პირველადი ანგარიში - როგორ ვარჯიშობდა ლუბიცი თვითმფრინავს ჩამოგდებაში

"ერთხელაც მე გავაკეთებ იმას, რაც სისტემას შეცვლის, ყველა გაიგებს ჩემს სახელს და დამიმახსოვრებენ".

"ანდრეას ლუბიცი - მეორე პილოტი თვითმფრინავისა, რომელიც ა.წ. 24 მარტს, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის პროვოცირებისთვისმი მიზანმიმართულად ემზადებოდა." - ვკითხულობთ 6 მაისს, ავიაკატასტროფის თაობაზე გამოქვეყნებულ პირველად ანგარიშში, რომელიც საფრანგეთის სატრანსპორტო შემთხვევების გამოძიებისა და ანალიზის ბიურომ მოამზადა.

საქმის ახალი დეტალები

თვითმფრინავი ბარსელონადან დიუსელდორფში მიფრინავდა, თუმცა დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კატასტროფის დღეს, დიუსელდორფიდან ბარსელონასკენ ფრენისას ლუბიცმა რამდენჯერმა სცადა თვითმფრინავის ფრენის სიმაღლის შემცირება.

"მეორე პილოტმა რამდენჯერმე სცადა მთელი 100 ფუნტით შეემცირებინა ფრენის სიმაღლე, ამას აკეთებდა სოწრედ მაშინ, როდესაც პილოტის კაბინაში მარტო რჩებოდა." - წერია ანგარიშში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მოქმედებები ლუბიცმა განახორციელა მას შემდეგ, რაც ბორდოს მართვის ცენტრიდან მისცეს თანხმობა ესპანეთთან მიახლოებისთანავე დაეწყო ფრენის სიმაღლის ნელ-ნელა შემცირება.

როგორც ექსპერტებმა გამოარკვიეს, ლუბიცმა მიიღო მითითება, რომ 37 ათასი ფუტის(თითქმის 12, 3კმ) სიმაღლიდან თვითმფრინავი დაშვებულიყო 35 ათას ფუტამდე (10კმ) სიმაღლეზე. მან ამის ნაცვლად ავტოპილოტში შეიყვანა დაშვების სხვა მონაცემები, რის შედეგადაც თვითმფრინავი აუცილებლად შეასკდებოდა კლდეებს, თუმცა მალევე მან ეს მონაცემები შეცვალა და მიუთითა ცენტრიდან მიღებული მონაცემები. შემდგომ მან კიდევ რამდენჯერმე შეცვალა ფრენის სიმაღლე, ამ პერიოდში თვითმფრინავი ეშვებოდა ნელ-ნელა, შესაბამისად მეორე პილოტის მოქმდებები შეუმჩნეველი დარჩა.

საბოლოოდ თვითმფრინავი მშვიდობით დაეშვა ბარსელონაში, თუმცა თავისი საშინელი გეგმა ლუბიცმა უკანა გზაზე - დისელდორფისკენ ფრენისას განახორციელა.

ანაგარიშში წერია, რომ პილოტის მოქმედებები იყო წინასწარგანზრახული. "პილოტს ავტოპილოტის პარამეტრებში ცვლილებები მიზანმიმართულად შეჰქონდა, ეს გრძლედებოდა მანამ, ვიდე თვითმფრინავი მიწაზე არ დაეცა." - წერია ანგარიშში.

ტრაგედია ალპებში

გერმანული, დაბალბიუჯეტიანი კომპანია Germanwings-ის თვითმფრინავი, რომელიც 24 მარტს, ალპებში ჩამოვრადა, ბარსელონადან დიუსელდორფში მიფრინავდა. ლაინერის ბორტზე 150 ადამიანი იყო, მათგან: 144 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ყველა ადამიანი, ვინც თვითმფრინავში იმყოფებოდა,დაიღუპა.

გამოძიების ვერსიით, ტრაგედია მეორე პილოტის ანდრეას ლუბიცის მიზეზით მოხდა. მან ისარგებლა იმით, რომ ეკიპაჟის უფროსმა დროებით დატოვა კაბინა. თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ერთი დღით ადრე კი ლუბიცი ინტერნეტში ეძებდა ინფორმაცაის თვითმკვლელობის საშუალებების შესახებ. ის ასევ დაინტერესებული იყო პილოტის კაბინის კარის უსაფრთოხების მექნიზმზე ინფორმაციის მოძიებით.

28 წლის თვითმკვლელმა, ანდრეას ლუბიცმა იმ ქვეყნად 149 უდანაშაულო ადამიანი გაიყოლა...

ჩანაწერების ანალიზის (სხვათა შორის, მიკროფონებმა ლუბიცის აუღელვებელი სუნთქვაც დააფიქსირა მიწასთან შეჯახების მომენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ეს საშინელება შეგნებულად ჩაიდინა) შემდეგ, გამოიკვეთა რა ანდრეას ლუბიცის შესაძლო ბრალი, გერმანიის სპეცსამსახურებმა მისი სახლი გაჩხრიკეს და მნიშვნელოვან სამხილებს მიაკვლიეს. მათ შორის იყო ექიმის ცნობა, რომ ლუბიცი ძლიერი დეპრესიის შეტევებს განიცდიდა და მკურნალობაც ჰქონდა დანიშნული, მან კი ეს ინფორმაცია ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას დაუმალა.

ლუბიცის ყოფილმა შეყვარებულმა გაიხსენა მისი სიტყვები:

"ერთხელაც მე გავაკეთებ იმას, რაც სისტემას შეცვლის, ყველა გაიგებს ჩემს სახელს და დამიმახსოვრებენ".

წყარო

იხილეთ ასევე: "მისტერ ლუბიცის" საქმე და პილოტების თვითმკვლელობა