ჯანყარაშვილმა კორძაიას უჩივლა
ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე ახლახან დაწერა:
"ამ წუთებში ირაკლი კორძაია თბილისის პროკურატურაში პრაქტიკულად გამოკეტილი ყავთ. როგორც ირკვევა, ბატონმა ჯანყარაშვილმა მის წინააღმდეგ საჩელი პროკურატურაშიც შეიტანა. კორძაია არ იყო წინასწარ ინფორმირებული, რომ ამ საკითხზე დაიბარეს დასაკითხად. შესაბამისად, არ წაუყვანია თან ადვოკატი. პროკურატურა დაჟინებით მოითხოვს, სასწრაფოდ მივიდეს ადვოკატი, რაც შეუძლებელია ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დაკითხვის გადადებაზე პროკურატურა უარს ამბობს და კორძაიას ეუბნება, რომ აქვს უფლება ადვოკატის გარეშეც დაკითხოს. ადვოკატის გარეშე კი ირაკლი კორძაია ჩვენებას არ იძლევა. ხოდა ზის პროკურატურაში და არ უშვებენ არსად."