"მას არ აქვს პოლიტკური, ეთნიკური, გეოგრაფიული საზღვრები" - რას წერენ აფხაზები "ჯარისკაცის მამაზე" - კვირის პალიტრა

"მას არ აქვს პოლიტკური, ეთნიკური, გეოგრაფიული საზღვრები" - რას წერენ აფხაზები "ჯარისკაცის მამაზე"

"ფილმი დიად მამაზე. ყოველ კადრი, ყოველი დიალოგი შედევრია. მაგრამ, როდესაც ის რაიხსტაგში სცნობს შვილის ხმას, შეუძლებელია გულის ცრემლების გარეშე გადარჩე."

ცნობილი აფხაზი ჟურნლისისტი და პუბლიცისტი ბათალ კობახია "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"ვუყურებ "ჯარისკაცის მამას", თუ მეხსიერება არ მღალატობს, მთელი ცხოვრებაა ვუყურებ ამ ფილმს და ყოველ ჯერზე ისეა, თითქოს პირველად ვუყურებდე. ფილმი დიად მამაზე. ყოველი კადრი, ყოველი დიალოგი შედევრია. მაგრამ, როდესაც ის რაიხსტაგში სცნობს შვილის ხმას, შეუძლებელია გულის ცრემლების გარეშე გადარჩე. გენიალურია საუბარი მამისა შვილთან: დედაზე, ყურძენზე, თითქოს არაფერზე, ისე, როგორც ყველა ოჯახში ხდება. ხელოვნება, რომელიც სულში და გულში ღრმად არის გამოტარებული, ყოველთვის გენიალურია. მას არ აქვს პოლიტკური, ეთნიკური, გეოგრაფიული საზღვრები... არანაირი საზღვრები, მხოლოდ გულის მასშტაბი, ის კი უსაზღვროა... ყველას გილოცავთ გამარჯვების დღეს. დიადი გამარჯვების დღეს!"

ამ პოსტს გამოხმაურებაც მოჰყვა, გთავაზოთ რამდენიმე კომენტარს:

ალისა გიბცა: გენიალური ფილმია, ან მსახიობი როგორია! ფაქტურა, პლასტიკა მასზეა მთელი ფილმი აგებული! დამდეგ გამარჯვების დღეს გილოცავთ! დაე, ჩვენს თავზე მშვიდობიანი ცა იყოს მუდამ!

ნზორ ადლეიბა: სერგო ზაქარიაძე დაბადებული იყო ამ როლისთვის. სხვათა შორის, საქართველოში, მის მშობლიურ სოფელში დგას ძეგლი. ის ერთადერთი მსახიობია, რომელსაც ძეგლი სიცოცხლეში დაუდგეს . ეს ერთ-ერთია იმ იშვიათ ფილმებს შორის, რომელსაც ცრემლებამდე მიჰყავს ადამიანი. ეს ერთდროულად არის სიხარულის, სიცილის და ასევე ტრაგედიისა და ნაღველის ცრემლები. მთელ ფილმს ერთი ამოსუნთვით უყურებ ადამიანი. მას შეიძლება უყურო მთელ ოჯახთან ერთად და ის გასაგებია ბავშვებისთვისაც და მშობლებისთვისაც. ესაა ფილმი ორი ძმური ერის გამარჯვებაზე, ტრაგედიაზე, რომელიც ერთად გადაიტანეს... ეს ის ფილმია, რომელიც  აერთიანებს. ორი აზრი არ არსებობს, ეს შედევრია.

მანანა შამბა: ყველა სიტყვას ვიზიარებ. ეს შედევრია, რომელსაც საზღვრები და ეროვნება არ აქვს... და მადლობა ღმერთს!

ვლადიმირ ვარდაია: ფილმი ამ წუთებში გაგრის ტელევიზაზე გადის.

გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოფიციალურმა სოხუმმა, რაულ ხაჯიმბას განკარგულებით, მიიღო "ჯარისკაცის მამის" ფერადი ვერსიის მთელი აფხაზეთის მასშტაბით ჩვენების გადაწყვეტილება.