გორში, მრავალსართულიან კორპუსში მგელი მოკლეს
გავრცელად ინფორმაცია, რომ გორის ცენტრში, სტალინის გამზირის #29-ში მცხოვრებლებმა მგელი გამთენიისას შენიშნეს.
მათი თქმით, მგელი მეხუთე სართულზე ბრჭყალებით ერთ-ერთი მობინადრის ბინის კარების გაღებას ცდილობდა, ხმაურზე ბინის პატრონმა სადარბაზოში სინათლე აანთო, რის შემდეგაც მგელი მეხუთე სართულიდან მეოთხეზე ჩახტა, სადაც ასევე ერთ-ერთი კარის გაღება სცადა. მეზობელებმა ერთმანეთს ტელეფონით შეატყობინეს, რომ გარეთ არ გასულიყვნენ. ასევე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც. მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა ცხოველის დაჭერა სპეციალური ხესაწყოებით ვერ შეძლეს, პოლიციელებმა მგლის ლიკვიდაციისათვის სპეციალური ნებართვა აიღეს და ცხოველი 5 გასროლით მოკლეს. ამ დრომდე უცნობია, როგორ მოხვდა მგელი ქალაქის ცენტრში.