ნოდარ ხადურს ლარის დევალვაციას შეწირავენ? - ვინ შეცვლის ფინანსთა მინისტრს?!
"ერთი ხადურის გაშვებით არაფერი შეიცვლება"
"ვშიშობ, რომ ერთი კონკრეტული ნოდარის კი - არა, მთლიანად ხელისუფლების მმართველობის საკითხი არ დაიდოს სასწორზე"
"დიდი სიამოვნებით მოგესალმებით 24-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ულამაზეს ქალაქ თბილისში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს შესანიშნავ გუნდს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის უნარიანი ხელმძღვანელობით. საქართველოს აქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც მან გაიარა ტრანსფორმაციის გზაზე, მაგრამ შეინარჩუნა თავისი კულტურის მდგრადობა. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელსაც მან უკვე მიაღწია. თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ EBRD-ის 24-ე ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუმცა კულუარებში აბობენ, რომ მისი შექება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ვეღარ გადაარჩენს და მას გაუფასურებულ ლარს შეწირავენ. მიუხედავად სავალუტო ფონდის წარმომადგენელის იუჰა კაჰკონენის განცხადებისა, რომ - ლარის გაუფასურება თურმე კარგიც არის, რადგან ექსპორტმა კორკურენტუნარიანობა შეინარჩუნა
ხადურის შეცვლაზე კარგა ხნია ლაპარაკობენ და მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენმადე ყველა სწორედ მის სეცვლას ელოდა. ექსპერტი მამუკა არეშიძე აცახდებდა, რომ ეს დაგემილიც იყო თუმცა საბოლოო ჯამში გადაიფიქრეს. "ლაპარაკი იყო, რომ იცვლებოდა არა ორი მინისტრი, არამედ რამდენიმე, მათ შორის ეკონომიკური გუნდის წევრებიც, აქცენტი კეთდებოდა განსაკუთრებით ფინანსთა მინისტის შეცვლაზე, მოკლედ, მე როგორც ვიცი, ხადურის შეცვლას აპირებდნენ. ისიც კი ვიცი, ვის შესთავაზეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში თანამდებობები, გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ საბოლოოდ პროცესი ისე წარიმართა, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა." - აცხადებდა არეშიძე. ახლა კი ხადურის შეცვლის თაბაზეი ნფორმაცია კვლავ გააქტიურდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ნოდარ ხადური თანამდებობას EBRD-ის ღონისძიებების შემდეგ დატოვებს. საინტერსოა, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კიდევ ერთ-ორი მინისტრის შეცვლა არ გამორიცხა.
მთავრობის წევრები ხადურის შესაძლო შეცვლას არ ადასტურებენ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ერთი ხადურის შეცვლით არაფერი შეიცვლება:
- ქვეყანაში არსებული კრიზისი ბევრად უფრო ღრმაა და ხადურის მოხსნა არ მოხსნით არ შემოიფარგლება. შეცდომაა, როდესაც ვიღაცას იმედოვნებს, რომ ხვალ კარგი იქნება, მთლიანად მმართველობის სისტემაა შესაცვლელი. სახელები და გვარების შეცვლა კი არა, მიდგომა უნდა შეიცვალოს, მთავრობა უნდა იყოს ბევრად ეფექტიანი, სახელისუფლებო პირები პასუხსმგებელი უნდა იყვნენ საკუთარ ქმედებებზე, რაც არ ხდება. დღეს ჩვენ გვაქვს ის ვითარება, როდესაც მთავრობის საქმეებზე პასუხისმგებლობა მუდმივად ვიღაც მესამე მხარეს ეკისრება. ასეთი აღქმის პირობებში, მთლიანად სახელისუფლებო გუნდის მუშაობა შეუძლებელია. ამიტომაც, ქვეყნის მართვის სისტემა უნდა გადაიხედოს, სხვა შემთხვევაში, უფრო დიდი პრობლემების გარდაუვალია.
- რას გულისხმობთ?
- ვშიშობ, რომ ერთი კონკრეტული ნოდარის კი არა, მთლიანად ხელისუფლების მმართველობის საკითხი არ დაიდოს სასწორზე... მინსიტრები არ უნდა შემოიფარგლებოდნენ ვიღაცაზე ხელის გაშვერით, ეს არ არის მთავრობის საქმე. კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეთ, რაზეც პასუხს აგებენ. ლაპარაკი იმაზე, რომ ტურისტები შემოვლენ, დოლარი გაჩნდება და სამოთხეში ვიცხოვრებთ, არასერიოზული ზღაპარია.
- სახელისუფლებო პირებისგან მუდმივიდად გვესმის, რომ ლარის კრიზისი გარე ფაქტორებით არის გამოწვეული...
- კი, ბატონო რაღაც დოზით შეიძლება ამის მიზეზი გლობალური პროცესი ყოფილიყო, მაგრამ მიზეზებზე ლაპარაკი მთავრობის საქმე არ არის, მათგან გვაინტერესებს, რას აკეთებნ ამის აღმოსაფხვრელად... ერთი ხადურის გაშვებით არაფერი შეიცვლება. არ შეიძლება საოპერაციო მაგიდაზე მყოფ ავადმყოფთან მეორე კურსის სტუდენტი მიუშვა. თუ აქვთ ამის მიხედვის თავი, მიხედონ, თუ – არა, სხვა მიუშვან...
პ.ს. ნოდარ ხადურმა გავრცელებულ ინფორმაციას მისი წასვლის შესახებ ჭორი უწოდა, თუმცა, კარგად გვახსოვს, სპორტის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გადადგომის წინა დღესაც კი როგორ იძახდა, - არასდ მივდივარო!
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)