ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე ფიროსმანის ნახატი იყიდა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" სამშობლოში ბრუნდება. ის, სავარაუდოდ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. არსებული ინფორმაციით, ნახატი 800 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი "არსენალის მთა ღამით" გასაყიდად კრისტის აუქციონზე იყო გატანილი. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. იგი ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო. ტილო ბოლოს 2010 წელს გაიყიდა ლონდონის აუქციონზე. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.
"ინტერპრესნიუსი"