ეთერ კაკულიას გვიან ღამით ისრაელიდან თბილისში ჩამოიყვანენ - მომღერლის მდგომარეობა მძიმეა
ქართველი მომღერალი სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, და ექიმებმა მკურნალობა შეუწყვიტეს, მას ქიმიოთერაპიის კურსი შეუჩერეს. კაკულიას კატასფტროფის ცენტრი თბილისში ღამით ჩამოიყვანს. ეთერ კაკულიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ambebi.ge-მ მის მეგობართან, რაულ ქირიასთან გადაამოწმა:
- ეთერ კაკულიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამ წუთებში მიყავთ თელავივის აეროპორტში, ელჩი აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. თბილისში გვიან ღამით ჩამოიყვანენ და ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, მას კატასტროფის მანქანით გადაიყვანენ სახლში.
იხილეთ ინტერვიუ მომღერალთან - "102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..."