ნაყოფია პირველია - ქართველი, "შატალოსმოყვარული" დეპუტატების Top - ათეული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული გამოაქვეყნა, რომელთა შორის მისი თქმით, "რეკორდსმენი" კობა ნაყოფიაა.
უსუფაშვილის თქმით, პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტის პლენარულ სხდომას 60-ზე მეტჯერ არ დასწრებია. "ამოვწერე 10 ყველაზე ხშირად გამცდენი ჩვენი კოლეგა, ვისაც გაცდენილი აქვს 60 და მეტი სხდომა. შეგახსენებთ, რომ 60 და მეტი სხდომა ეს არის სამი სესია, ფაქტობრივად წელიწადნახევარი ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
აი, ისინიც, ქართული პარლამენატის "შატალოსმოყვარული" დეპუტატები:
კობა ნაყოფია -101
აზერ სულეიმანოვი - 96
რამაზ ნიკოლაიშვილი - 94
გოგი ლიპარტელიანი - 93
გოდერძი ბუკია - 91
დავით ბეჟუაშვილი - 82
როლანდ ახალაია - 80
ენზელ მკოიანი და ზაზა კედელაშვილი 74-74 გაცდენა
გიორგი ვაშაძე - 66 გაცდენა