გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ახალი ჩამოფრენილი იყო - თბილისის აეროპორტთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ახალი ჩამოფრენილი იყო - თბილისის აეროპორტთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა ქართული გვარი აქვს. ის, სავარაუდოდ, საქართველოში ახალი ჩამოფრენილი იყო.

მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებულ ინფორმაციით, მამაკაცს თან ჰქონდა მობილური ტელეფონი და საბუთები, თუმცა არ ჰქონდა ბარგი.

"ინტერპრესნიუსი"