"ცასწავალა" - სტიქიისას დაკარგული მარიამ ქუთელია გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა ზუგდიდელი მარიამ ქუთელია გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ტელეიმედმა" გაავრცელა.
მარიამ ქუთელია მეგობარ გოგონასთან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდების დროს მარიამი ივლიტასა და მის მეუღლესთან ერთად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. ივლიტას მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, ორ გოგონას კი ახლობლები ეძებდნენ. მარიამის გარადაცვალებას თავზარდაცემული მეგობრების სოცალური ქსელით ეხმაურებიან:
,,4-ჯერ პრეზიდენტის სტიპენდიანტი. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მაგისტრატურა ISET-ში და ეს უკანასკელი, რომ უფასოდ დაემთავრებინა, რეიტინგში ყოველ თვე ტოპ-ათეულში იყო. დაამთავრა წელს... უჭკვიანესი, უნატიფესი და ულამაზესი ჩემი მარი! აგვისტოში ჩეხეთში უშვებდნენ ტრენინგებზე! ჩემი მარი! არ არსებობს უშენობა, მარი!"
"მარი, ჩემო ღუღუნა, ჩემო გვირილა, ახლა ჩემთვის გაასაგები გახდა რატომ გხიბლავდა რიცხვი 13 და ყოველთვის ცდილობდი ამ რიცხვის დადებითი მხარე გეჩვენებინა ჩემთვის, რატომ გიყვარდა მოთხრობა "ცასწავალა"... ჩემო კეთილო და ჩემო თბილო გოგო... ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და არაფერს არ აქვს აზრი..."
"კვირის პალიტრა" კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
იხილეთ ასევე: