"მზიურში" კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

"მზიურში" კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა "მზიურში" კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მაშველები და მოხალისეები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცია.

ამასთანავე, როგროც  "მზიურში" მყოფი პირები აცხადებენ, ცხედართან ერთად ნაპოვნია მანქანაც. მაშველები ცხედრის ამოყვანას ცდილობენ.

"მზიურის" პარკში გუშინ სტიქიის დროს გარდაცვლილი, ინდირა ზარანდია იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაკარგულია.

"ინტერპრესნიუსი"