"მზიურში" კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონა იპოვეს - კვირის პალიტრა

"მზიურში" კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონა იპოვეს

"მზიურში" კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონაა. ამასთან დაკავშირებით Ambebi.ge-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 25-დან 30 წლამდე, მოკლეთმიანი ქალია. ის მოხალისეებმა იპოვნეს. ჯერჯერობით, არ მომხდარა ცხედრის იდენტიფიცირება.

ამ დროისათვის ადგილზე გამომძიებლები და მაშველების ბრიგადა მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მესამე ცხედარია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში "მზიურში" იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ინდირა ზარანდია იყო, მეორე კი - მაშველი ზურაბ მუზაშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სტიქიის შედეგად გარდაცვლილად 15 პირი მიიჩნევა.