"კვირის პალიტრის"ჟურნალისტი იუწყება: "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ვეფხვი ადამიანს დაესხა თავს - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრის"ჟურნალისტი იუწყება: "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ვეფხვი ადამიანს დაესხა თავს

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი სალომე გოგოხია, რომელიც მომხდარს შეესწრო, გვატყობინებს, რომ  "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ალბინოსი ვეფხვი დაესხა ადამიანს თავს, სავარაუდოდ, მოქალაქე თავდასხმას ემსხვერპლა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება,  რამდენიმე ადამიანმა გამოქცევა მოახერხა. ხალხი პანიკაშია.

ადგილზე უკვე მივიდა საპატრულო პოლიცია. მოსახლეობა ვეფხვის მოსაკლავად იარაღიანი ადამიანის მისვლას ითხოვს.

ვრცელ მასალას უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.