"გავწმინდოთ ჩვენი ქალაქი, ქვეყანა - საშიში მტერი გაგვიმრავლეს უწმინდურებმა"- რობერტ სტურუა სტიქიურ მოვლენებს გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

"გავწმინდოთ ჩვენი ქალაქი, ქვეყანა - საშიში მტერი გაგვიმრავლეს უწმინდურებმა"- რობერტ სტურუა სტიქიურ მოვლენებს გამოეხმაურა

ცნობილი ქართველი რეჟისორი, რობერტ სტურუა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. სტურუა წერს:

"როგორც ყოველთვის, სტიქიის გამძვინვარების შემდეგ, ნებისმიერი ჯანმრთელი ერი ცდილობს მოყვასს დაეხმაროს, ზიანი, რომელიც ბუნებამ მიაყენა, დროზე აღმოფქვრას (აგერ ჩინეთში ორი დღის წინ საშინელი წყალდიდობის შედეგად მთა დაემხო ქალაქს და სოფლებს - დიდი ტრაგედია ღირსეულად გადაიტანეს).

ანდა, რას ეტაკეთ ეკლესიას?! ჩვენმა ბედოვლათმა სააკამ და მისმა იუზგრებმა განა დიდი ცოდვა არ ჩაიდინეს, ევროპას თვალს ავუხვევთო და თვითნებურათ გაჩეხეს შესანიშნავი პარკი, უნიკალურ ზოოპარკს ერთი ციცქნა ეზო დაუტოვეს (სხვათა შორის, ძალიან თანამედროვე საცობის ახალი ბუდეც შექმნეს!) ალბათ, როგორც მიღებულია, ფულებიც სადღაც გააქრეს! და რაც მთავარია, პროფესიონალებს არ დსუჯერეს - თავის თავს ხომ ცოცხალი ენციკლოპედიებად თვლიდნენ და თვლიან, ყველაფერი იციან უვიცებმა.

გავწმინდოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა - საშიში მტერი გაგვიმრავლეს უწმინდურებმა, აი, ამ ბოროტ ძალას, სულმდაბალ ხალხს უნდა მოვუაროთ - დაგვანებონ თავი!