სავარაუდოდ, ვეფხვი ამ მიდამოებში ნამდვილად იმყოფებოდა, რისი მანიშნებელიც ტურების გაუჩინარებაა - ვინ და სად ეძებს გაქცეულ მტაცებლებს
მონადირეთა თქმით, დაგებულია ე.წ. ვიდეოხაფანგები, სადაც ვეფხვის მისატყუებლად დაყრილია ლეში. ოპერაციაში მონადიერთა რამდენიმე ჯგუფი იღებს მონაწილეობას, თითოეულ ჯგუფში ორი კაცი შეიარაღებულია ტრანკვილიზატორებით. მონადირეები იმედოვნებენ, რომ ვეფხვის დაძინებას მოახერხებენ.
თბილისის შემოგარენში ვეფხვსა და ზოლიანი აფთარს კვლავ ეძებენ. სანდო წყარომ შეგვატყობინა, რომ მონადირეთა ჯგუფები ორი მიმართულებით - კუს ტბისა და წყენთის მიდამოებში არიან მობილიზებული. ვეფხვის ძებნის ოპერაციაში დაგეშილ ძაღლებთან ერთად, მონაწილოებენ ნადირობისა და თევზაობის ფედერაციისა და სამონადირეო კლუბ "ოჩოპინტრეს" წევრები. სამძებრო ჯგუფებში არიან სპეცრაზმელებიც. როგორც მონადირეები ამბობენ, დიდი ალბათობით, ვეფხვი ამ მიდამოებში ნამდვილად იმყოფებოდა, რისი მანიშნებელიც არის ტურების გაუჩინარება. მოსახლეობის თქმით, ბოლო დღეებში მათი კივილი აღარ ესმით. არადა, ამ ტერიტორებზე ტურები მრავლად იყვნენ. როგორც წესი, ისინი მტაცებლის გამოჩენისათანავე, გარბიან. მონადირეთა თქმით, დაგებულია ე.წ. ვიდეოხაფანგები, სადაც ვეფხვის მისატყუებლად დაყრილია ლეში. ოპერაციაში მონადიერთა რამდენიმე ჯგუფი იღებს მონაწილეობას, თითოეულ ჯგუფში ორი კაცი შეიარაღებულია ტრანკვილიზატორებით. მონადირეები იმედოვნებენ, რომ ვეფხვის დაძინებას მოახერხებენ.
შეგახსნებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც თითქოს ვეფხვის თბილისის შემოგარენში ყოფნას ასახავს. საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩმა, მამუკა კუდავამ "ფეისბუქზე" გამოქვეყნა ფოტო, წარწრით: "აი კიდევ ერთი ლომი, ვეფხვი თუ აფთარი ჩემს სახლთან ახლოს - ბაგების ტყეში, გადაღებულია 2 დღის წინ. ამას მაინც მიხედეთ." ფოტოები ნინო ნოღაიდელის გადაღებულია. "ფოტოები ჩემი გადაღებულია, ჭავჭავაძის 83-თან, ეთნოგრაფიულის მიმდებარედ" - წერს ნინო.
გარდა ამისა, ერთდროულად სამმა მოქალაქემ მიაწოდა სამართალდამცავებს ფოტომასალა, რომელზეც მტაცებელია ასახული. ფოტოები
დაახლოებით ერთ ტერიტორიაზეა გადაღებული. ადგილზე, სადაც ფოტოებია გადაღებული, ამჟამად სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცავები მუშაობენ. რაც შეეხება ფოტოების ავთენტურობას, ფოტოგრაფ ირაკლი გედენძეს მათ ნამდვილობაში ეჭვი ეპარება.