"კლიჩკების" ეპიცენტრი კახეთია" - კვირის პალიტრა

"კლიჩკების" ეპიცენტრი კახეთია"

მეტსახელების, ე.წ. "კლიჩკების" დარქმევა ქართველებს ხელოვნებამდე აქვთ აყვანილი. არ გჯერათ და აგერ რამდენიმე მაგალითი კახეთიდან და იმერეთიდან.

"ცოტა”გივია - მარცხენა ხელი და ფეხი არა აქვს.

"მლაშე”ვანო - ხუთჯერ იხრჩობოდა ზღვაში.

"ტყუილად დალი” - სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა.

” ორხელა” გოგია - იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა, ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა.

” ჩაპლინა”- ყრუ-მუნჯია დაბადებიდან.

” ჩარიდუ”- მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე - ორი.

” ტურისტი”მახოია - ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული.

” უკარება”თენგო - ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა.

” მთელი” ლიზიკო - 80 წლის შინაბერაა.

” არკა” გია - წინა ორი კბილი არა აქვს.

ეს სტატუსი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარული იყო. მინდა წარმოგიდგინოთ მისი ავტორი, რომელიც TV11-ის 28 წლის სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი აღმოჩნდა:

- გეოგრაფიის ფაკულტეტზე ვწავლობდი და საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში დავდიოდი. ამ მეტსახელების მატარებელთა უმრავლესობას პირადადაც ვიცნობ. მათგან ჩემთვის ყველაზე საყვარელი მეტსახელია - "ტურისტი".

ჩემი ხშირი მოგზაურობისა და დაკვირვების შედეგად დავასკვენი, რომ მეტსახელების ეპიცენტრი კახეთია. სახელებს არქმევენ ყველაფრის მიხედვით - ფიზიკური ნაკლიდან დაწყებული, ცხოვრების წესით დამთავრებული. მეტსახელების დარქმევაში კახელებს არც იმერლები და გურულები ჩამოუვარდებიან...

რაც მეტი პოზიტივი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი ჩვენთვის. ეს სტატუსიც პოზიტივის მოსაჭარბებლად დავწერე.

ეკა სალაღაია