"102 წლის იუბილეს ნატრობდა, მაგრამ რეალობას თვალგასწორებულმა განცხადა - "დავასეკვესტრეო!"
საპარიარქოს ფონდის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსმინისტრი ლაშა ჟვანია მომღერალ ეთერ კაკულიას გარდაცვალებას "ფეისბუქგვერდზე" ეხმაურება:
"ჩვენგან დიდი ადამიანი წავიდა, რომლისგანაც არასოდეს მომისმენია ვისმეს ქილიკი, კრიტიკა ან საყვედური.
მცირე მატერიალური შესაძლებლობის მქონე მდიდარი ქალი! უბრალო არისტოკრატი! სწავლის და შეცნობის სურვილით აღვსილი ნიჭიერი პიროვნება! ცნობილი მომღერალი და უცნობი დიდი ადამიანი! სიყვარულის და ხალისის დაუზარელად გამზიარებელი დიდი დარდის მატარებელი! თავმდაბალი მეგობრებში და ამაყი მეგობრებით! დიდი ბავშვი! ხმამაღალი მომღერალი და ხმადაბალი მოქალაქე! ერთი აუხდენელი ოცნებით დაგვტოვა - უნდოდა მთელ საქართველოს მოფერებოდა. მუდმივად დაუკმაყოფილებელი გრძნობა ჰქონდა - ეგონა რომ საკმარისად ვერ უზიარებდა გარშემომყოფთ იმ სიყვარულს, რაც გულში ჰქონდა! 102 წლის იუბილეს ნატრობდა, მაგრამ რეალობას თვალგასწორებულმა განცხადა - "დავასეკვესტრეო!"
- "ვაიმე მოვკვდებიიი?!"
- "ჯერ კონცერტი გვაქვს ჩასატარებელი, თავი მოგვეჭრება საქვეყნოდ" - ვუპასუხე სასწრაფოს მანქანიდან გადმოყვანილს. თავსაფარი სახეზე გადაიფარა და მისი ღიღინის თანხლებით ავიყვანეთ სახლში!
ჩვენი საყვარელი ეთო!!! მემახსოვრები, როგორც სიყვარულის, თავმდაბლობის და ერთგული მეგობრობის კარგი სიმბოლო!"