რა უპასუხა გივი ბერიკაშვილს მამუკა კუდავამ
"დათვი, რომ მოგერევა, "ბაბაია" უნდა დაუძახო, ჭიდაობა კი არ უნდა დაუწყო-მეთქი... დღემდე ასე მოვედით ქართველები, თორემ ამდენი ერი გადაშენდა და გაწყდა. ჩვენ ჭკუამ გადაგვარჩინა. ვისაც "ნაცარქექია" წაკითხული აქვს, ძალიან კარგად იცის, როგორ მოიქცეს! ზოგიერთებმა კიდევ კარგად გადაიკითხონ, ვურჩევ! ცოტა ადრეც რომ გადაეკითხათ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ჭიდაობა ამჯობინეს! ჭიდაობა არ უნდა დაგვეწყო და გათახსირებულები არ უნდა გვეძახა მათთვის! ხომ ხედავთ, სომხები როგორ იქცევიან... ჩვენ ვეცით პირში, ვითომ მომრევები ვიყავით." - განაცხადა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას (გივი ბერიკაშვილი: "ქართველ ხალხს ვურჩევ, კიდევ ერთხელ კარგად წაიკითხონ "ნაცარქექია"!). მსახიობის ინტერვიუს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა "ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა:
"ბატონო გივი, რას ამბობს ელიბოი "ღვინის ქურდებში", ხომ გახსოვთ - "შენ გაჩუმდი!" ამ ფილმში თქვენს მიერ წარმოთქმული ლამაზი სადღეგრძელოთი რუსეთის მოთაფვლა რომ შეიძლებოდეს, თქვენ - რჩეულ თამადას - დაგასახელებდათ ბატონი ბიძინა პრეზიდენტად აუცილებლად!"