"მამულიჩ, გაუძელი!" - ვინ როგორ ეხმაურება მამულიჩას დაკავებას? - კვირის პალიტრა

"მამულიჩ, გაუძელი!" - ვინ როგორ ეხმაურება მამულიჩას დაკავებას?

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კახა მამულაშვილი, იგივე "მამულიჩა", ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე დააკავეს. მომხდარს მის "ფეისბუქგვერდზე" მისი მეგობრები, საზოგადოებისთვის უცნობი და ნაცნობი ადამიანები ეხმიანებიან და მამულიჩას და მის მეუღლეს, ლელა წურწუმიას ამხნევებენ:

"ვის არ მოგსვლიათ შეცდომები და ვის არ მოგიწევიათ და არ გიყნოსიათ და კიდე უარესები არ გიკეთებიათ ? შეედარეთ და მაგალითი აიღეთ კახი მამულაშვილისგან გინდა ადამიანობაში გინდა კაცობაში.

კახი, ლელა, ყველაფერი მაგრად იქნება! მთელი საქართველო დაგიდგებათ გვერდში საჭირო თუ გახდა !

("გაჩალიჩებული" პონტი როა ყველა კარგად მივხვდით)."

"მამულიჩ, გაუძელ ამ სირ მთავრობას, უეჭველი გამოგიშვებენ იმიტომ რომ მაგარი კაცი ხარ დძაან. თუ საჭირო გახდება, ხალხი დაგიდგებით გვერდზე. ლელას წარმატებას და შენსას ვერ იტანენ და შემოაკლდათ ალბათ ფულები ჯიბეში და დაიწყებენ შოუბიზნესის ხალხზე ნადირობას. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება! მე მჯერა რომ სულ მალე გარეთ იქნები და ლელა ისეთი მაგარი გყავს გვერდზე რომ ერთად ყველაფერი გამოგივათ."

"მამულიჩ, გაიძელი!" - წერს მუსიკოსი მერაბ სანოძე.

"მამულიჩ და ლელა, გვიყვარხართ! უფალი განსაცდელს გვივგზავნის გადასარჩენად, ყვლაფერი მოგვარდება და ცოტა ხანში ჩვენი მოუსვენარი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდად გაგვახსენდება. მითუმეტეს რომ შენნაირი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი კაცი ჩვენ ცოტა ვინმე თუ შეგვხვედრია და ეს მთელმა თბილისმა იცის! ვახო და მაია!" - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი

"ამ ბიჭის ფასი ყველა ერთად ვერ ხართ თქვენი ოჯახებით და ნაცნობებით, ვინც ასეთი გახარებულები ხართ. ყველაფერი კარგად იქნება..." - ამას მომღერალი ნინა წკრიალაშვილი უკვე თავის "ფეისბუქგვრდზე" წერს.

შეგახსენებთ, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0, 2048 გრ.

კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს."