"დეპრესიული იყო და ახლა ცოტა ხასიათზე მოვიდა" – 10 დღეში 4 ოპერაცია, როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი ვენის პრივატკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.
თუ როგორ გრძნობს ამჟამად თავს, მკურნალობის რა კურსი უტარდება, ამაზე მისი და, თაკო ჩარკვიანი გვესაუბრება. ის ორი დღის წინ ვენიდან დაბრუნდა.
- გაკეთდა 4 ოპერაცია, - ერთი 5-საათიანი იყო, სამი სამსაათ-ნახევრიანი, ცხადია, ყველა ნარკოზით. საოცარი რამ ჩაატარეს, - პირველი ოპერაციის შემდეგ ძვლის ტვინში აპარატზე მიმაგრებული ინფექციის გამომწოვი დრენაჟით შევიდნენ. რითაც ხდება ზოგადად ძვლის ინფექციის წმენდა. პირველივე ოპერაციის შემდეგ გვითხრეს, რომ ფეხის ამპუტაციის შანსი მინიმუმზე დავიდა და ფეხი დაკარგვას გადაურჩა. თუმცა მეტს ვერაფერს ამბობენ იმიტომ, რომ ხანგრძლივი პროცესია. როგორც გაირკვა, ოსტეომიელიტის მკურნალობა ურთულესი რამ ყოფილა.
- ე.ი. ამჟამად ყველაფერი სასიკეთოდ არის?
- გვეუბნებიან, რომ კარგად მიდის პროცესი, თუმცა ბოლო ოპერაცია (მე უკვე აღარ ვიყავი იქ, გამოვფრინდი, სამი ოპერაცია კი ჩემს იქ ყოფნაში ჩატარდა) ცოტა გაუჭირდა. მეოთხე ნარკოზი რთულად გადაიტანა. ხუმრობა ხომ არ არის 10 დღეში 4 ოპერაცია?! ექიმი გახლავთ სოსო ნანობაშვილი, უბრწყინვალესი ადამიანი და სპეციალისტი, კვალიფიციური მიკროქირურგია. ასევე არიან გერმანელი ქირურგები. ჩატარებული პროცედურების შემდეგ კმაყოფილები არიან იმ თვალსაზრისით, რომ მინიმუმზე დავიდა რისკები.
ამბობენ, რომ თითქოს ქსოვილიც წამოვიდა, რაც იმედის მომცემია, რომ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, თუმცა მათი ჩვევაც არის, არაფერს ბოლომდე არ გეუბნებიან. მოკლედ, მიდის ბრძოლა და ვნახოთ, ფაქტობრივად, ყველაფერი ორ კვირაში გაირკვევა... ვინაიდან მეოთხე ოპერაცია ძალიან გაუჭირდა, ამიტომ შეიძლება ერთი ხუთი დღე მაინც დაასვენონ.
- უნდა გაგრძელდეს ეს პროცედურები?
- კი, კიდევ ორი მაინც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ პირველი ოპერაციის შემდეგ თქვეს, შეიძლება ნატურალისტურად კი გამომდის, მაგრამ ექიმის სიტყვებს ვიმეორებ, პინცეტს რომ ვიყენებდით, პირველივე გახსნაზე, ძვალი მოგვყვებოდა, ისეთი მდგომარეობა იყოო. ახლა იმედიანად არიან, თვითონაც ცოტა ბრძოლისუნარიანი გახდა, დილას რომ გაიღვიძა და ნახა, ფეხი ადგილზე ჰქონდა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ დღეებში გვერდით დაგვიდგა. მომღელებიდან დაწყებული, ჟურნალისტებითა და პრემიერ-მინისტრის სამსახურით დამთავრებული. "რუსთავი 2", ნანუკა ჟორჟოლიანი, პრემიერის კანცელარია - ყველა მამუკას გარშემო გაერთიანდა და მისი უცხოეთში გადაყვანა მოხერხდა. რომ ჩავედით, ფაქტობრივად, საათები წყვეტდა ყველაფერს, უმძიმესი მდგომარეობა იყო.
- ეს ინფექცია იმ ოპერაციამ გამოიწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში ფეხზე გაუკეთდა?
იხ. სტატიის სრული ვერსია : " "მეოთხე ნარკოზი რთულად გადაიტანა, ხუმრობა ხომ არ არის 10 დღეში 4 ოპერაცია?!" - როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა"