ზუზუ ბეჟაშვილი ცოცხალია - კვირის პალიტრა

ზუზუ ბეჟაშვილი ცოცხალია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი საკუთარ სახლში მოკლული იპოვნეს. საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია მავანთა ბოროტი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა.

"კვირის პალიტრა" მსახიობს დაუკავშირდა. გავრცელებული დეზინფორმაციით შოკირებული ახლობლები, თაყვანისმცემლები თუ კოლეგები ზუზუს თურმე მთელი დღის განმავლობაში ურეკავენ. მსახიობი ამჟამად ახალციხეშია, რაბათში ისვენებს. გვითხრა, რომ თავს ფანტასტიკურად გრძნობს და არაჩვეულებრივ განწყობაზეა.

ეკა სალაღაია