"ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა!" - კვირის პალიტრა

"ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა!"

მერაბ კოკოჩაშვილი: " პოლიტიკოსების დამსახურებით 25 წელია ქვეყნის კულტურა უმდაბლეს დონეზეა!"

"სანამ ცოლს მოვიყვანდი, თამაშისა და მუშაობის უფლება არ მქონდა? სვეტლანა ტომა, პროკოლოვა, ვერა სარანოვა, უკრაინელი გალინა, ერთი მახსოვს, "მის რასია" იყო, ქართველებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ..." - განაცხადა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში (იხილეთ: "ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე "ვაწვები" - სოსო ჯაჭვლიანი იმ ქალებს ასახელებეს, ვისთანაც "უმუშავია") მას შემდეგ, რაც პარლამენტში განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველა ლამაზ ქალთან არის "ნამუშევარი."

პარლამენტარის განცახდებებს აფასებენ მომღარალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე, რომლიც ელენა პროკლოვას ფილმში "მიმინო" პარტნიორობდა და რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

კადრი ფილმიდან: "მიმინო" ბუბა კიკაბიძე:

- როგორი პარლამენტარებიც არის, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. არ მომისმენია, რომ მომესმინა, მაშინვე დავურეკავდი სოსოს და ვეტყოდი ჩემს სათქმელს - კაცმა არ უნდა ილაპარაკო ეგრე და მორჩა! ისე კი, გამიკვირდა ძალიან! საერთოდ ქალებზე ლაპარაკი არ არის მიღებული! საერთოდ, ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა არსად!

მერაბ კოკოჩაშვილი:

- კარგით რა, ხალხო! მაგის გამეორება და ამაზე სერიოზული ლაპარაკი შეიძლება საერთოდ?..

- სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის სხდომაზე ლაპარაკობდა ასე და ის შეიძლება პარლამენტში იყოს ასეთი ადამიანი და ადამიანების ბედს წყვეტდეს?

- მაგ დანაშაულს თავად პარლამენტმა მიხედოს, ბუნებრივია, თუ ეს რაღაც დანაშაულად ითვლება. ძალიან მიჭირს  შევაფასო, რადგან საკუთარი ყურით არ მომისმენია, მაგრამ ქვეყანაში ისეთი კატასტროფული რამეები ხდება, როგორ შეიძლება ასეთ რამეებზე დროს ვკარაგვდეთ?!

- რა კატასტროფებს გულისხმობთ?

- ყველაზე მთავარი კატასტროფა არის ის, რომ ქვეყანამ კულტურა დაკარგა! ეს უკვე 25 წელია გრძელდება, ამაში უპირველესად დამნაშავეა ხელისუფლება და პოლიტიკოსები. თუ კი მაქვს ასშუალება ტელევიზით მივმართო ან მედიის ნებისმიერი საშუალებით, ყველგან ვამბობ, რომ კულტურა, გემოვნება და ადამიანების ურთიერთობაა დღეს უმდაბლეს დონეზეა! ყველაფერ ამაში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია! თუ ახლა მაინც არ მიხედეს და პრიორიტეტად არ იქცა კულტურა და განათლება, ცოტა ხანში ბევრად უარესი სურათი გვექნება!

- ეს ხელისუფლება არ მიიჩნევს პრიორიტეტად კულტურას და განათლებას?

- მაგას თქვენ უნდა ხედავდეთ! უნდა იხმიანოთ, იყვიროთ და იყვიროთ! მე როცა მაქვს საშუალება, ყოველთვის ვამბობ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)