ტრაგედია ახალციხეში - მტკვარში სამი ახალგაზრდა დაიხრჩო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან წყალმა ექვსი ახალგაზრდა გაიტაცა. სამმა ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, სამი კი - 19 და 22 წლის გოგონები და 20 წლის ბიჭი მდინარეში დაიხვრჩნენ.
როგორც "სამხრეთის კარიბჭე" იუწყება, ერთ–ერთი გოგონა ჭაჭარაქიდან ქალაქ რუსთავშია გათხოვილი და იგი სოფელში სტუმრად იყო ჩასული. დღეს იგი მდინარეზე საბანაოდ ძმასთან ერთად წავიდა და დედმამიშვილები სამაშველო სამსახურის წარმომდგენლებმა გარდაცვლილები რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. გოგონას ერთი შვილი დარჩა. მეორე გარდაცვლილი გოგონაც ჭაჭარაქში სტუმრად ახალქალაქიდან იყო ჩასული.
რაც შეეხება დანარჩენ სამს, რომლებიც მდინარე მტკვარმა გაიტაცა, სოფელში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.
ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების წარმომადგენლები. ჭაჭარაქში ასევე იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძეც, რომელმაც "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა:
"შემაძრწუნებელი ფაქტია, სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მუნიციპალიტეტის გამგეობა შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგება მათ ოჯახებს".
გარდაცვლილები შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.
"სამხრეთის კარიბჭის" ფოტოები