პატრიარქს გულის სისხლძარღვზე სამკურნალო ინვაზიური ჩარევა დასჭირდა - კვირის პალიტრა

პატრიარქს გულის სისხლძარღვზე სამკურნალო ინვაზიური ჩარევა დასჭირდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, გერმანიაში გულის სისხლძარღვზე სამკურნალო ინვაზიური ჩარევა დასჭირდა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფება გერმანიაში, სადაც უტარდება მკურნალობა. კორონაროგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში სავარაუდოდ, 30 ივლისს დაბრუნდება", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.

ასევე დაგაინტერესებთ:”ილია მეორის წინააღმდეგ ტერაქტს ამზადებდნენ.... პატრიარქს ეკლესიაში გამოწვას უპირებდნენ?” – უცნობი ფაქტები პატრიარქის ცხოვრებიდან