საზარელი ტრაგედია გრიგოლეთთან – ორმაგი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 4 უმძიმეს მდგომარეობაშია - კვირის პალიტრა

საზარელი ტრაგედია გრიგოლეთთან – ორმაგი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 4 უმძიმეს მდგომარეობაშია

პირველ აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა გრიგოლეთთან. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს ისე შეეჯახნენ, რომ მანქანა აფეთქდა და მგზავრები დაიწვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, "მერსედესში" 6 ადამიანი იჯდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსხაურის ინფორმაციით, "მერსედესის"  მარკის ავრტომობილი,  თბილისში მცხოვრები პიროვნების, ხოლო მიკროავტობუსი ფოთში მცხოვრები მოქალაქის სახელზეა  რეგისტრირებული.

სამარშრუტო ტაქსიში მჯდომი 3 მგზავრი გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის პიკაპის ტიპის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და დაშავებული ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.

ავტოავარიის შედეგად დაშავებულები არიან სასწრაფოს ექიმები და სამი პოლიციელი. პიკაპში მჯდომი სამი პოლიციელიდან ორის მდგომარეობა უმძიმესია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან. ასევე ურთულესია სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი ექთნის ნანი ბებიასა და სასწრაფოს მძღოლი დათო ჯანაშიას მდგომარეობაა.