გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ცხედრები დამწვარია - ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ცხედრები დამწვარია - ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა

მაშველებმა დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ცხედრები დამწვარია. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულებს, ასეთი სულ 5 ადამიანია, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის არის ერთი მეხანძრე, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნება და მაშველი, რომელმაც კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო.

"ონტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "საღებავების საწყობი, როგორც ბომბი, ისე აფეთქდა, მეეჭვება ყველა მუშას ცოცხალს გამოეღწია" - ხანძარი ელიავას ბაზრობასთან