"აღიარა, რომ ჩემი გოგონა მოკლა" - 4 წლის ბავშვის მკვლელ ქალს ვერდიქტი გამოუტანეს - კვირის პალიტრა

"აღიარა, რომ ჩემი გოგონა მოკლა" - 4 წლის ბავშვის მკვლელ ქალს ვერდიქტი გამოუტანეს

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სასამართლომ ოთხი წლის ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებულ ქალს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულები იხილავდნენ, რომელთაც ერთხმად გაიზიარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოთხი წლის ლიზი შენგელიას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მზია გელაძე დამნაშავედ სცნეს.

ტრაგედია გასული წლის ოქტომბრის ბოლოს სამტრედიის რაიონის სოფელ ნინიაკუთხეში დატრიალდა. ბრალდებულმა მზია გელაძე- ნინუამ ნათესავის - ლელა ახალაძის ოთხი წლის გოგონა ლიზი შენგელია თავისთან წაიყვანა. როგორც ოჯახის წევრები ამბობდნენ, მას პატარა ლიზი ადრეც ხშირად მიჰყავდა. გამოძიებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში პატარა ლიზი შენგელია ეზოში თამაშობდა, საღამოს კი ქალმა ბავშვი თავის საძინებელ ოთახში დააძინა, რის შემდეგაც დაახლოებით 22 საათზე მძინარე პატარას სახეზე ხელი დააფარა და განზრახ გაგუდა.

მომხდარ დანაშაულზე მომზადებული სტატიები ჩვენს არქივშიც მოიპოვება, ერთ-ერთში პატარა ლიზის დედა ყვება: "რამდენჯერმე მოგვაკითხა სახლში და გვთხოვა ბავშვი გამატანეთო. ჩვენც ბავშვი გავუშვით, არასდროს ყოფილა აგრესიული, მით უფრო ბავშვის მიმართ, რას ვიფიქრებდით, რომ ასეთ საშინლებას ჩაიდნედა. საღამოს დამირეკეს, რომ ბავშვი უკვე აღარ იყო, რომ მივედი, იქ პოლიცია დამხვდა. ჩემი შვილი საწოლზე ესვენა და მკვლელი და მისი ოჯახის წევრები თავზე ადგნენ. თვითონ აღიარა, რომ ჩემი გოგონა მოკლა, როგორც ვიცი, ამ ამბავს მისი შვილიც შეესწრო."

ოჯახის ახლობელი კი ბრალდებულზე ყვებოდა: "დედას და ძმას შემაძრწუნებელი ამბავი უამბო, - ბავშვი მე მოვკალი, როგორც კი საწოლში ჩავაწვინე, პირზე ხელი დავაფარე და მანამდე ვაჭერდი, სანამ არ მოკვდაო"

სოფელში ამბობდნენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც შვილი გარდაეცვალა, ის ფსიქიატიულ საავდამყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი შეურაცხადობა არ დადასტურა.

იხილეთ სტატია