რა "ეკონომიკურ რევოლუციას" ამზადებენ სომხები აფხაზეთში და რამ გამოიწვია აფხაზთა აღშფოთება - კვირის პალიტრა

რა "ეკონომიკურ რევოლუციას" ამზადებენ სომხები აფხაზეთში და რამ გამოიწვია აფხაზთა აღშფოთება

ამრამ პეტროსიანი: "სომხური დიასპორა აფხაზეთში "ეკონომიკური რევულუციისთვის" ემზადება"

"ახალგაზრდა, ვისაც ე.წ. ძალოვანებმა ასე სასტიკად სცემეს, საკმაოდ გავლენიანი გვარის წარმომადგენელი, მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში გვარების გავლენა და მათი კონოსლიდირების ტრადიაცია ჯერ კიდევ ძლიერია, ამიტომაც მოჰყვა ასეთი მწვავე რეაქცია ამ ფაქტს."

კვირაზე მეტია აფხაზეთში სკანდალი არ ცხრება. 25 ივლისს, სოხუმის ცენტრში, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივი მოქალაქე სცემეს. 18 წლის ასტამურა გერხელიას ოთხი ადამიანი სასტიკად გაუსწორდა. ინციდენტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ე.წ. სამართალდამცავები უკანონოდ იქცევიან და საკუთარ უფლებამოსილება საჭარბებენ. აფხაზები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, მუჰამედ კილბასთან და რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან სასწრაფო თათბირი ჩაატარებინა.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

- ახალგაზრდა, ვისაც ე.წ. ძალოვანებმა ასე სასტიკად სცემეს, საკმაოდ გავლენიანი გვარის წარმომადგენელი, მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში გვარების გავლენა და მათი კონოსლიდირების ტრადიაცია ჯერ კიდევ ძლიერია, ამიტომაც მოჰყვა ასეთი მწვავე რეაქცია ამ ფაქტს. გასათვალისიწნებელია ისიც, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ძალოვანებმა უფლებებს ასე აშკარად გადაამეტეს , თუმცა ეს გარემოება არ არის მთავარი, ეს მხოლოდ ერთი ნაპერწკალი იყო, რომელმაც უკვე მომზადებული ნიადაგი ააფეთქა. დღეს აფხაზეთში სიტუაცია საკმაოდ რთულია - რუსები არ რიცხავენ იმ ტრანშის ფულს, რომელზეც აფხაზეთის ბიუჯეტის 70%-ია დამოკიდებული, ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილია გადმორიცხული, ამან კი ძალიან სერიოზული დარტყმა მიყენა ისედაც მძიმე სოციალურ ვითარებას. რუსები ტრანშის სანაცვლოდ მოითხოვენ ორ რამეს: შეიქმნას რუსულ-აფხაზური საკოორდინაციო ორგანო ე.წ. შსს-ში, რომელიც გააკონტროლებს შსს-ს ორგანოების მუშაობას, ხოლო მეორე მოთხოვნაა, რომ აფხაზეთის პარლამენტმა შეიმუშაოს კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოლებს ექნებათ აფხაზეთში მიწების ყიდვის უფლება, რასაც ეწინააღმდეგება აფხაზი ხალხიც და აფხაზეთის ხელისუფლებაც, თუმცა ხაჯიმბა იძულებული გახდა გამოსულიყო და ეთქვა, იქნებ, საკოორდინაციო საბჭოც შევქმნათ და ვიფიქროთ მიწების გაყიდვაზეც, ოღონდ მხოლოდ აღმოსავლეთ აფხაზეთში ანუ ტყვარჩელის, გალის და ოჩამჩირის რაიონების ტერიტორიაზეო.

- შესაძლებელია, რომ ეს სიტუაცია ქართულმა სპეცსამსახურებმა გამოიყენონ?

- ქართული სპეცსამსახურები სიტუაციას საჩვენოდ ვერ გამოიყენებენ, იმიტომ რომ აფხაზური საზოგადოება ორიენტირებულია ერთ აზრზე - "არა, ქართველებს", აფხაზეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ამის მისაღწევად ძალიან სერიოზული მუშაობა ჩაატარეს და ამის გადალახვა ერთ დღეში ძალიან რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორიენტირში გარკვეული ცვლილება შეიტანა ერთმა ფაქტმა - ძალიან ბევრი აფხაზი ჩამოდის საქართველოში სამკურნალოდ და ისინი იღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას სრულიად უფასოდ. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი მაინც არაა გადამწყვეტი, რადგან აფხაზურმა სპეცსამსახურებმა ამას კონტრილეთი დაუპირიპირეს, როდესაც ყველაფერი გააკეთეს საზოგადოებაში იმგვარი აზრის დასამკვიდრებლად, რომ რუსები ვალდებული არიან დაეხმარონ აფხაზებს, რადგან სამხრეთ კავკასიიდან განდევნილ რუსებს, აფხაზებმა მისცეს დაბრუნების საშუალება, ქართველები კი ვალდებული არიან აფხაზებს უმკურნალონ, რადგან ქართველებმა მათი გენოციდი მოაწყვეს.

არეულობა აფხაზეთში, რასაკვირველია, რუსეთის ინტერესში არ შედის. რეალურად დღეს აფხაზეთში სიტუაცია ჯრე უმართავი არაა, რადგან იქ საკმაოდ ბევრი ტურისტია და სოციალური ფონი მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია, მაგრამ ეს ყველაფერი სექტემბერ-ოქტომბერში ძალიან სერიოზულად იჩენს თავს და აი, მაშინ კი შეიძლება უმართავი გახდეს... მიუხედავად იმისა, რომ რუსები ხვდებიან შესაძლოა სიტუაცია გართულდეს, მათი ე.წ. საელჩო ამ ვითარების მიმართ აბსოლუტურად აპათიურია. რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში, გრიგორიევი ცნობილია როგორც მოქეიფე ადამიანი, მას "მექორწილე ელჩს" ეძახიან...

- საერთაშორისო ცენტრის "ინვესტიციური სტრატეგიების" თავმჯდომარის ამრამ პეტროსიანის განცხადებით, მსოფლიოს სომხური დიასპორის მიერ გამოყოფილია ფული, რომელსაც აფხაზეთის განვითარებისთვის გამოიყენებენ. მისი თქმით, "სომხური დიასპორა აფხაზეთში "ეკონომიკური რევულუციისთვის" ემზადება"...

- არ ვიცი, მართლაც გამოყო თუ არა სომხურმა დიასპორამ ფული, თუმცა ადგილობრივი სომხებისაგან ვიცი, რომ დასავლური დიაპსორა ამ მიმართულებით მუშაობს. აქ სხვა რამეა საინტერესო, თუ დღეს აფხაზეთში რუსეთი მაინც და მიანც არ აქტიურობს, ეს განპირობებულია იმითაც, რომ რუსეთს, აფხაზეთში, სომხური დიასპორის სახით ძალიან ერთგული დასაყრდენი ჰყავს, რომელთაც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავიათ დღეს აფხაზეთში, ასევე ძალიან დიდია მათი ფინანსური გავლენაც. წვრილი ბიზნესი პრაქტიკულად სომხების ხელშია, აქედან გამომდინარე, მათ ძალიან სერიოზული ზეწოლის მექანიზმი გააჩნიათ. ამიტომ ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგის შეფასებით, ის, რასაც დღეს აფხაზური საზოგადოება აკეთებს, არის ჭიქაში ატეხილ ქარიშხალი, რადგან რაც არ უნდა იხმაურონ აფხაზებმა ისინი მაინც ვერ შეძლებენ სიტუაციის სათავისოდ მოტრიალებას, ვერ შეძლებენ სწორედ იმიტომ, რომ სომხური დიასპორა მთლიანად ორინტირებულია რუსეთზე, რაც აფხაზებს ძალაინაც აღიზიანებს, მაგრამ ჯერჯერობით ამასთან ისინი უძლურნი არიან.

ლადო გოგოლაძე(სპეციალურად საიტისთვის)