დღე, რომელიც მესი-ამოვნა, ანუ რა იცის მესიმ მესხზე და რატომ არ ვარ პიკეზე ნაწყენი - კვირის პალიტრა

დღე, რომელიც მესი-ამოვნა, ანუ რა იცის მესიმ მესხზე და რატომ არ ვარ პიკეზე ნაწყენი

ვაღიარებ, განწყობა სკეპტიკური მქონდა, რატომღაც ველოდი გაუთვალისწინებელ პრობლემებს (რომელიც მერე ათასნაირად "გაპრავდებოდა"), ველოდი სტადიონზე გადამხტარ გულშემატკივარს (ამაზე, წინასწარ 2-3 ხუმრობაც მქონდა მოფიქრებული), ველოდი შესვლისას და გამოსვლისას ტრადიციულ ჭყლეტას, კიდევ უამარვ რამეს ველოდი, აი იმას, რაც რეალურად მოხდა ნამდვილად არ ველოდი.

სუპერთასის ფინალური თამაშის მიმოხილვას არ დავიწყებ, რადგან ამ საქმის არც სპეციალისტი ვარ და თან უკვე ბევრგან დაიწერა და დაიწრება, გაირჩევა ყველა დეტალი, თუმცა მესიზე რომ არაფერი ვთქვა დანაშული იქნება. იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში ჩავეწერე, ვინც მესის თამაში ცოცხლად ნახა, თუმცა თამაში არაა ის სიტყვა, რაც მის ნამოქმედარს შეესაბამება. ვიქნები ბანალური და ვიტყვი - ეს იყო სპექტაკლი, რომელსაც არ ჰქონდა დაწერილი სცენარი და მთლიანად "მსახიობის" ოსტატობაზე იყო დამოკიდებული, "მსახიობმაც" არ გააწბილა პუბლიკა და ისეთი შოუ დადგა, რომელსაც "დყნამო არენაზე" მისული 51 000 გულშემატკივარი ელოდა. მესი მხოლოდ მინდორზე არ ყოფილა, თითქმის ყოველ მეორე სკამზე "მესი" იჯდა, ადამიანები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ საყვარელი გუნდის და ფეხბურთელის სახელს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, მესიმ, აკი, აღნიშნა კიდეც, ასე მეგონა, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდითო.

მატჩის გადამწყეტი გოლის ავტორ პედროსთან ერთად

ისე სტადიონზეა ეს ჩვენი მესი თურმე გადარეული, თორემ პრესკონფერენციაზე მორიდებულიც კი იყო, ცდილობდა ყველა კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გაეცა. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, სმენია თუ არა ქართველი ფეხბურთელის მიშა მესხის შესახებ, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა არგენტინული პუბლიკა და რომლის გვარი მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება მესისგან, მესიმ მორიდებით უპასუხა, რომ არ სმენია… სამწუხაროდ, არც ის დაეწერა სახეზე, აქედან გავალ თუ არა აუცილებლად წავიკითხავ მესხზე ინფორმაციასო. დიპლომატიური ნიჭიც გამოამჟღავნა, რადგან არც "სევილიას" შექება დავიწყებია, არც მატჩის ორგანიზატორების და არც ქართველი ქომაგის.

დანი ალვეშთან ერთად

ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვათ "სევილიაზეც", გუნდზე, რომელმაც ისეთი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, მრავლისმნახველ გულშემატკივარსაც, რომ ძნელად გაახსენდება. სამი ბურთით წინ მყოფ "ბარსას", რომ ანგარიშს გაუთანაბრებ ეს უკვე ბევრ რამზე მეტყველებს და ბევრს ნამდვილად არ ძალუძს. ამიტომაც იყო მატჩის მერე სტადიონზე მყოფ არც ერთ მაყურებელს, მათ შორის "ბარსას" ფანებსაც, არ დაუნანიათ გულწრფელი ტაში "სევილიების" მიმართ.

პრესკონფერენციაზე, პირველად სწორედ სევილიის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი შემოვიდა, რომელიც ერთი შეხედვითვე ჩანდა, მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ ვალდებულება მოეხადა, ამიტომაც 4-5 კითხვის მეტზე არც გაუცია პასუხი. მერე ლუის ენრიკე მოვიდა, ბავშვივით იყო გახარებული, არ დაუმალავს თამაშის მიწურულს რომ ცოტა ინერვიულა... თქვა, რომ თბილისი და მატჩის ორგანიზება ძალიან მომეწონა,  არც მადლობის გადახდა დაავიწყდა. ლუის ენრიკეს სევილიის ტაქტიკის გაგება არ გასჭირვებია ისე, როგორც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგის კითხვის გაგება გაუჭირდა, რომელმაც ორჯერ გაუმეორა კითხვა, მიუხედავად თარჯიმნის პროფესიონალიზისა, კოლეგის კითხვა ვერც ჩვენ გავიგეთ, თუმცა მოკლე შინაარისი, მგონი შემდეგი იყო: - "თუ კავკასიის რეგიონში მონდომებულ და კარგ მწვრთნელს ნახავთ, თანაშემწედ თუ აიყვანთო", როგორც ჩანს, ვიღაც ახლობელი ჰყვადა დასასქმებელი და პოეტნციურ დამსაქმებლად ლუის ენრიკე აღიქვა.

მერე მეც გამიმართლა, გასახდელიდან გამოსულ პედროს და ალვეშს შევეყარე, რომლებსაც არც უფიქრიათ უარი სელფზე და გადავიღეთ კიდე. სამაგიეროდ, პიკემ თქვა უარი, პრინციპში არც გაემტყუნება, დაცვის ორი თანამშრომელი მიჰყვებოდა, ერთ ხელში ბურთი ეჭირა (ალბათ ის, რომელიც ბოლოს გაეხვა სევილიის კარის ბადეში), მეორეში ორი ბოთლი ლუდი და იქით მთელი გუნდი უცდიდა ავტობუსში, ასე რომ, ჩემო პიკე, თუ ამ ბლოგს კითხულობ, იცოდე რომ გულში წყენა არ ჩამიდია.

სევილიის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან ერთად

მოკლედ, გუშინ, ყველა ფეხბურთით ვსუნთქვადით, რაც მთავარია ვიღიმოდით, გვიხაროდა, რომ ჩვენ ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება არათუ შეგვძლებია, არამედ უმაღლეს დონეზე შეგვძლებია. ჩემს გვერდით მყოფმა ესპანელმა ჟურნალისტმა მითხრა: ორი დღეა აქ ვარ და ვისაც კი შევხდით, ყველა გვიღიმისო, ისეთი განცდა მაქვს ან მიცნობენ ან ძალიან უხარიათ ჩემი აქ ყოფნაო. გულწრფელად ვიტყვი გამიხარდა, რადგან ბოლო პერიოდში ღიმილი თითქოს დაგვავიწყდა, თუმცა აღმოჩნდა რომ სრულებითაც არ ყოფილა ასე.

გუშინდელი სუპერთასი, ბევრი კარგი ამბის დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან გუშინ, მილიარდზდე მეტმა ტელემაყურებელმა ნახა, რომ ჩვენ შეგვძლებია ის, რაც ერთი შეხედვით წარმოდუგენელი ჩანდა. კიდევ როდის გვექნება ასეთი ზეიმი არ ვიცი, უახლოესი მატჩი "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უწევს, ჰოდა, კარგი იქნება, თუ ჩვენს ნაკრებსაც ისეთივე ომახიანად ვუგულშემატკივრებთ, როგორც გუშინ "ბარსელონას". და კიდევ იმედი მაქვს, რომ ერთხელაც, არცთუ შორეულ მომავალში, ვნახავ ამ სუპერთასს ქართული გუნდის ფეხბურთელების ხელში, მერე ქართული გამარჯვებით ბედნიერი სწორედ მათ დაველოდები გასახდელთან... დაე, თქვან ჩემთან სურათის გადაღებაზე უარი, არც ეს მეწყინება...

ზეიმი შედგა, კუთვნილი თასი ჩაბარდა პატრონს, გუშინდელი დღეც წარსულის კუთვნილება გხადა, თუმცა ემოცია რომელიც ამ დღემ დატოვა, ძალიან დიდ ხანს გაგვყვება.

იხილეთ ფოტოგალერეა