სალომე ზურაბიშვილი: "ესენი უსახო და უპიროვნო არსებებია"
სიციალურ ქსელში გამართულ პოლემიკას, რომელიც პარლამენტარ დავით დარჩიაშვილის მიერ მწერალ ნოდარ დუმბაძის კრიტიკით დაიწყო და განათლების ექსმინისტრ გია ნოდიას გამომზეურებული ლიტერატურული გემოვნებით გაგრძელდა, სალომე ზურაბიშვილიც "ფეისბუქით" გამოეხმაურა:
"თუთბერიძემ პატრიარქი, დარჩიაშვილმა დუმბაძე, ნოდიამ გამსახურდია, და ხვალ - გეგმაზომიერად - შეიძლება ბოკერიამ გალაკტიონი ან ჩიორამ ანა კალანდაძე ....! თუმცა უღირსობის პასუხი მათი ლანძღვა ვერ იქნება, რამეთუ სწორედ ეს უნდათ! მათი მიზანია სიძულვილის ახალი ნიაღვრის გამოწვევა, მიზანია გამოიწვიონ მკაცრი რექცია და ვიღაცა რომელიმე მათგანს ბოლოს და ბოლოს ფიზიკურად გაუსწორდეს და მერე კიდევ ერთხელ მსხვერპლის მანტიას ამოეფარონ, მიზანია შურისძიებამ წალეკოს ქვეყანა... არ დაგვიტოვონ არც დაწყნარების არც შემწყნარებლობის შანსი, მიზანია მუდმივი შფოთვა, მუდმივი დაპირისპირება, ერთმანეთის გადაკიდება და ქვეყნის გახლეჩვა. ეს ვის უნდა აწყობდეს? ვისი დაკვეთაა? ესენი უსახო და უპიროვნო არსებებია - დავივიწყოთ, სამაგიეროთ კი დავფიქრეთ იმაზე თუ რა დავუპირისპიროთ ამ ორგანიზებულ შემოტევას არა იმდენად ქართულ კულტურაზე (ის ამას და კიდევ ბევრს გაუძლებს), არამედ ქართულ ცნობიერებაზე..."
იხილეთ ასევე: