აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ისრაელიდან ტურ-ოპერატორებსა და მედიასაშუალებებს უმასპინძლა - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ისრაელიდან ტურ-ოპერატორებსა და მედიასაშუალებებს უმასპინძლა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს ისრაელიდან წამყვან ტურ-ოპერატორებსა და მედიასაშუალებებს რამდენჯერმე უმასპინძლა.


როგორც  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, მაისის თვის მედია-ტურის ფარგლებში აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიები უკვე გამოქვეყნებულია ისრაელის პოპულარულ გაზეთებში, ჟურნალებსა და საინფორმაციო პორტალებზე.


მათივე ინფორმაციით, მომზადდა სპეციალური სიუჟეტი აჭარული სამზარეულოსა და სხვა ღირშესანიშნაობების შესახებ გადაცემისათვის "FOOD NANA"http://food.nana10.co.il/Article/?ArticleID=1135771. საინფორმაციო ტურში ჩართული მედია საშუალებების წვდომა მთლიანობაში 3 მილიონამდე აღწევდა. კიდევ ერთ მედია ტურს ისრაელიდან ტურიზმის დეპარტამენტმა 5-8 აგვისტოს უმასპინძლა და შედეგად, საზღვაო სეზონი, მთიანი აჭარა და ზაფხულის სხვა სიახლეები გაშუქდა. (http://guy-gomel.livejournal.com/973961.html, http://guy-gomel.livejournal.com/973670.html).
"ებრაულ მედიაში მსგავსმა აქტივობებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩვენი რეგიონის პოპულარობის გაზრდას ისრაელის სახელმწიფოში.


ისრაელი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო წლებია სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ტარდება. 2012 წლიდან თელ-ავავიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ჩარტერული ფრენები კვირაში ორჯერ ხორციელდება. სეზონურ ჩარტერებს პირველ წლებში ებრაული ტურისტული კომპანია "Shet Tours" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებდა. წელს ებრაული კომპანია ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს საქართველოს, კერძოდ აჭარის ტურისტულ ბაზარზე ოპერირებას. 2015 წლის სეზონის სიახლეს წარმოადგენს ისრაელიდან ახალი ავიაკომპანიის "AKRIA"-ს შემოსვლა, რომელიც თავის ჩარტერულ ფრენებს ასევე ბათუმის მიმართულებით კვირაში ერთხელ ახორციელებს (http://www.arkia.com/). წელს პირველად, ისრაელიდან ფრენების განხორციელება შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც იგეგმება", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.


მათივე ინფორმაციით, ისრაელი ბოლო წლებში უცხოელ ტურისტთა შორის ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით რეგიონის განთავსების ობიექტებში 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 8,2%-ით მეტი ებრაელი ტურისტი იმყოფებოდა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2015 წლის იანვარ-ივლისის თვეში აჭარის განთავსების ობიექტებში ისრაელის მიმართულებით 4,6%-იანი ზრდა აღინიშნა.

ებრაულ მედიაში აჭარა-ბათუმის შესახებ სტატიების ლინკები და მისი თარგმანები შეგიძლიათ იხილოთ დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე http://gobatumi.com/ge/about-us/media-centre/news/jewish-media-tours/284