22 წლის ბიჭი და მის საშველად შესული მამაკაცი ზღვაში დაიხვრჩნენ - კვირის პალიტრა

22 წლის ბიჭი და მის საშველად შესული მამაკაცი ზღვაში დაიხვრჩნენ

22 აგვისტოს, ფოთში, ზღვაში ორი მამაკაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ზღვაში საბანაოდ შესული 22 წლის ბიჭი ტალღებმა წაიღო, ბიჭი დახმარებას ითხოვდა, რა დროსაც მის საშველად ზღვაში 40 წლის მამაკაცი შევიდა, თუმცა, ორივე დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, ზღვაში მათ დასახმარებლად კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, იგი გადარჩა, თუმცა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაღუპული 40 წლის მამაკაცი მალევე იპოვეს და სახლში გადაასვენეს. 22 წლის ახალგაზრდის ცხედარი კი ნაპოვნი არ არის. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"