ოჯახი, რომელსაც ყოველ მარიამობას 40 - მდე გველი სტუმრობს - კვირის პალიტრა

ოჯახი, რომელსაც ყოველ მარიამობას 40 - მდე გველი სტუმრობს

28 აგვისტოს, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები ჯაფოშვილების ოჯახს უამრავი გველი "სტუმრობს". ეს უცნაური ამბავი წლების მანძილზე, სწორედ მარიამობის დღეს ხდება და ნოემბრამდე გრძელდება...

სახლში ყოველდღიურად, 15-20 გველი შედის, მაგრამ ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ქვეწარმავალთა რაოდენობა 40-მდეც კი ასულა. გველები ყველაფერს ედებიან - მათ ნახავთ მაცივარზე, კარადის თავზე, პიანინოზე, საწოლზე, ტელევიზორზე, კუთხეში მიდგმულ კაქტუსზე...

ადამიანი უძველესი დროიდან, შეუცნობელ სამყაროს მიაკუთვნებდა გველს. ეს არსება იდუმალებით მოცული ბევრი მოვლენისთვის დაგვიკავშირებია. მაგრამ სულ სხვაა ჯაფოშვილების სახლში დაფიქსირებული მოვლენა, რომელსაც მეცნიერები ჯერჯერობით ვერაფრით ხსნიან...

ყველაფერთან ერთად, ვერცხლისფერი გველის ასეთი სახეობა სოფელში სხვაგან არსად შეუნიშნავთ, ისინი მხოლოდ ჯაფოშვილების საცხოვრებელ სახლში არიან. არც ეზოში, არც სახლიდან 10 მეტრის მოშორებით აშენებულ სამზარეულოში არ ბინადრობენ... აღნიშნულ სახლში ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობს – გივი და თამარ ჯაფოშვილები, მათი შვილი გურამი და რძალი თამუნა. წყნარი, ჩვეულებრივი ოჯახია, რომლის გასაჭირის შესახებ მთელმა რაიონმა იცის. ისინი ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან და შველას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ...

გაგრძელება