"აშშ-ს მომავალი პრეზიდენტისთვის მთავარი გამოწვევები იქნება: "ისლამური სახელმწიფო", "ებოლა" და პუტინი" - კვირის პალიტრა

"აშშ-ს მომავალი პრეზიდენტისთვის მთავარი გამოწვევები იქნება: "ისლამური სახელმწიფო", "ებოლა" და პუტინი"

შშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ  ამერიკის მომავალი პრეზიდენტისთვის, რომელიც ამ თანამდებობას 2016 წლის არჩევნების შედეგად დაიკავებს, მთავარი გამოწვევები იქნება: "ისლამური სახელმწიფო", "ებოლას ვირუსი" და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა.

"ჩვენ გვჭირდება ლიდერი მომავლის მტკიცე ხედვებით, რომელიც ამისთვის გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენ ხელს ვერ შევუშლით მსოფლიოს ცვლილებებში, მაგრამ შეგვიძლია ამ ცვლილებების გაფორმებაში დავეხმაროთ", - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა, რომელმაც მიანიშნა, რომ სწორედ თავად არის ასეთი ლიდერი.

ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები მომავალი წლის ნოემბერში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"