ტურიზმის დეპარტამენტის აგვისტოს თვის შემაჯამებელი დაიჯესტი - კვირის პალიტრა

ტურიზმის დეპარტამენტის აგვისტოს თვის შემაჯამებელი დაიჯესტი

აგვისტო ტრადიციულად ტურისტული ღონისძიებებისა და სიახლეების სიმრავლით გამორჩეული და მნიშვნელოვანი თვე იყო რეგიონისათვის.

აჭარა-ბათუმის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ აგვისტოს თვეში განხორციელდა რამდენიმე საინფორმაციო ტური უცხოელი ჟურნალისტებისათვის. დეპარტამენტმა შეაჯამა რამდენიმე ქვეყანაში მედია ტურების მიმდინარე

შედეგები, ჩაატარა პრეზენტაციები და შეხვედრები რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად, საინფორმაციო მხარდაჭერა გამოუჩინა რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, რეგიონის ტურიზმის სტატისტიკაზე, ასევე ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვლენებსა და სიახლეებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ფესტივალებზე ერთიან ფორმატში ინფორმაციის ხილვა შესაძლებელი დეპარტამენტისა და აჭარის მთავრობის ერთიანი პორტალის სპეცილურ გვერდებზე:

http://gobatumi.com/ge/about-us/media-centre/news/august-digest-dtra-2015/311

http://www.adjara.gov.ge/description.aspx?gtid=284511#.VfFXz33N1nJ