"ცხოვრება მეტად მიყვარს, ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ" - 23 წლის ბიჭის თვითმკვლელობა და უკანსკნელი წერილი - კვირის პალიტრა

"ცხოვრება მეტად მიყვარს, ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ" - 23 წლის ბიჭის თვითმკვლელობა და უკანსკნელი წერილი

"უბრალოდ რამდენად "მცირე" უნდა იყო, რომ იფიქრო გოგოს გამო ჩაიდინა სუიციდიო ?!"

"ამ წერილში კი წერს, ჯესიკას ბრალი არ არისო, მაგრამ ამ ბოლო დროს, მისი ცუდად ყოფნის მზიეზი ის იყო, რომ შეყვარებულს დაშორდა და ამას ძალიან განიცდიდა. საკმადო დიდი ხანი იყვნენ ერთად და შეიძლება ითქვას, მისთვის ეს ადამიანი ძალიან დიდი ბედნიერება იყო"

თბილისში, 23 წლის ზუკა კოკაიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი, მაღლივის ხიდიდან გადახტა. მან ამ საშინელი გადაწყვეტილების მიღებამდე სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომლის შემცირებულ ვერსიას მკითხველს ვთავაზობთ:

"...წერა ძალიან მაგარი რამეა... შეუძლებელია წერო და არ დამშვიდდე, სიმშვიდე კიდევ უფრო მაგარი რამეა... მშვიდად წერა-საოცრება... და აი მეც ვწერ, დიდი ხანია უკვე დავმშვიდდი (თითქმის)...

ემოციურად დაღლილი მქვია ახლა მე, მაგრამ წერის თავი შევინარჩუნე "

რამდენჯერ მომდომებია ამ ტექსტის აკრეფა, მხოლოდ ახლა დავჯექი საწერად, არც ვიცი რითი დავიწყო... ამ წერილს არ ვწერ ყურადღების მისაქცევად, ყურადღება მუდამ თან მდევდა კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი...

ცუდში იგულისხმება ის ფიზიკური გამორჩეულობა (განსხვავებულობა ჩემი აზრით გამორჩეულობის მთავარი ნიშანია ) რაც მაქვს 4 წლიდან, მას შემდეგ რაც ძაღლმა შემაშინა, მგონი ნახალოვკაში... თუ კარგი ყურადღება, რაც გამოწვეული იყო 11 წლისას "ყველაზე ჭკვიანის" ფინალში გასვლით (და მერე გაგრძელდა სხვა რამეებით )... არც იმიტომ ვწერ რომ ხალხს შთავაგონო რამე, ან რა უნდა შთააგონო ხალხს ამ საქციელით?! მაქსიმუმ გამოფხიზლებისაკენ მოუწოდო, მაგრამ ვინც ამ საქციელის მერე გამოფხიზლდება, ის უბრალოდ დალაპარაკებასაც გაიგებდა... ვინც კარგად მიცნობს, იცის თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ბაჩო და რა რთულად (ჯერაც ვერ) გადავიტანე მისი სუიციდე (წერს გარდაცვლილ მეგობარზე - ლ.პ) ...

ბაჩომ თავისი საქციელით მე პირადად წამართვა მომავალი, რადგან აწყობილი, დალაგებული და გათვლილი თუ მქონდა რამე, მასთან ერთდ მხოლოდ.

მისმა წასვლამ რა არია ჩემში არ ღირს დაწერად და აი, რა მომცა კარგი მაგას მოდი ვახსენებ... მან მომცა ძალა, გავძლიერდი, შევიცვალე, მაგრამ გავძლიერდი...

მისი თხოვნა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შევასრულე, მოვისროლე ქუდი და უქუდოდ დავიწყე ცხოვრება... არ მინდა იმის თქმა, რომ პლუსი უნდა მოძებნოთ ჩემს საქციელში როგორც მე ვიპოვე ბაჩოში, რადგან ბაჩოს ჯერაც არ ვპატიობ ჩემს მიტოვებას..

მისი წასვლის შემდეგ მეც რომ გამიმძაფრდა სუიციდის სურვილი ზოგისთვის აშკარა,ზოგისთვის კიდევ შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მქონდა ამის სურვილი და დღემდე მომყვნა, აი, ამას კი იმიტომ ვწერ, რომ გადამოწმება თუ ვინმე ჭორიკანას დასჭირდა ადვილია, ადვილია და მოდი, გადაამოწმეთ სანამ ჩირქს მოსცხებთ ჯესსიკას.

ნამდვილად არ მინდა ის გამოიაროს, რაც ბაჩოს მარიამმა, როცა სუიციდი მას დაბრალდა, უბრალოდ რამდენად "მცირე" უნდა იყო, რომ იფიქრო გოგოს გამო ჩაიდინა სუიციდიო ?! ბაჩოს უყვარდა თქმა იტალიაში ქალს და ტრავმაის არ ელოდებიანო..

მერე რა, რომ იტალიაში არ ვართ, ჩვენ ზოგჯერ ყველა ვართ ამ მხრივ იტალიელები, მითუმეტეს, რომ საქართველოში ტრავმაი აღარ დადის..

ამიტომაც ვისაც ხელი მოგიწვდებათ და ამას წაიკითავთ და გაიგებთ, რომ თურმე ჩემი გადაწყვეტილება ჯესსიკას გამო მივიღე, გთხოვთ, მიდით და აუხსენით თუ სინამდვილეში რაშია საქმე... ყველასთვის სხვადასხვა ვიყავი, მაგრამ რა ვიყავი თითქმის ბოლომდე მხოლოდ ჯესსიკამ გაიგო... ყველაზე მეტად ზაფხულში მივხვდი ბაჩო რას გრძნობდა მაშინ, იმ დღეებში... ბაჩო, რომელსაც ვერ ვუძმაკაცე როცა სჭირდებოდა და ვუძმე როცა არ სჭირდებოდა, მაგრამ მთხოვა...

რომ ვნახავ საყვედურთან ერთად მადლობასაც ვეტყვი და ბოდიშსაც...

იცოდეთ, გჯეროდეთ, რომ "ჰეპი ენდი" არსებობს, გწამდეთ რომ ცხოვრება მშვენიერია და არასდროს დაკარგოთ ის ადამიანი ვისაც უყვარხართ, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენში რაიმეს ვერ გადალახავთ... ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ..

ჩემს სახელზე ბავშვს ვინმემ ალესანდრო დაარქვით, მე ვერ ვქენი".

ლიკა კაჭარავა, ზუკას მეგობარი:

- დაახლოებით 4 წელია ზუკას ვიცნობ და ვმეგობრობთ. საოცრად მხიარული, ნიჭიერი, ჭკვიანი და უბრალოდ, ძალიან კარგი და საიმედო მეგობარი მყავდა მისი სახით... 5 დღის წინ მამაჩემმა კინოში გადაიღო, "მაიტა ნასოსი 2"-ში. ამ ფილმის გადაღებები უკვე მიმდინარეობდა და ამიტომ იყო ჩემთან სახლში მოსული. ამის გამო ჩამოვიდა თბილისში... ისეთ განწყობაზე იყო, უბრალოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ ამას იზამდა, რადგან როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი, სულ მეჩხუბებოდა, - რა გჭირს, რა მოწყენილი ხარ, ნორმალური ხარო? სხვა მეგობრებს ამხნევებდა ყოველთვის და თვითონ როგორ გააკეთა ეს?!

- რამდენიმე წლის წინ მეგობარი დაკარგა, ხომ?

- დიახ, 5 წლისა და 5 თვის წინ, მისმა უახლოესმა ბავშვობის ძმაკაცმაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, უნივერსიტეტის სახურავიდან გადმოხტა. ბაჩოსთვის ის იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მეგობარი... ამას ძალიან განიცდიდა, მაგრამ ამ თემაზე იშვიათად ლარაკობდა.

- ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ ჰქონდა?

- არა, ძალიან კარგად გრძნობდა თავს... იცით, ამ წერილში კი წერს, ჯესიკას ბრალი არ არისო, მაგრამ ამ ბოლო დროს, მისი ცუდად ყოფნის ის იყო, რომ შეყვარებულს დაშორდა და ამას ძალიან განიცდიდა. საკმადო დიდი ხანი იყვნენ ერთად და შეიძლება ითქვას, მისთვის ეს ადამიანი ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი... ჩემი დაბადების დღისთვის აპირებდა სოფელში ჩამოსვლას, მაგრამ შეყვარებულთან შესარიგებლად წავიდა ქობულეთში, მაგრამ შერიგების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა... ჯერ არ მილაპარაკია იმ გოგოსთან, მაგრამ წარმომიდგენია რა დღეში იქნება... დარწმუნებული ვარ, ახლა ყველაზე ძალიან მას უჭირს. გუშინ, როდესაც ეს ამბავი გაირკვა, ვაპირებდი პროზექტურაში წასვლას, მაგრამ არ წავედი, მირჩევნია, ისეთი მახსოვდეს, როგორსაც ვიცნობდიგ... მეგობართან იყო იმ ღამეს. მასთან დაწერა ეს წერილი. ყველაფერი მასთან დატოვა და წავიდა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)