ZOOMMER-მა HTC-ის ახალი მოდელის HTC ONE M9 + პრეზენტაცია გამართა - კვირის პალიტრა

ZOOMMER-მა HTC-ის ახალი მოდელის HTC ONE M9 + პრეზენტაცია გამართა

კომპანია ZOOMMER-მა HTC-ის ახალი მოდელის HTC ONE M9 + პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია ZOOMMER-ის "თბილისი მოლის" ფილიალში მოეწყო, რომელსაც HTC-ის ქართველი გულშემატკივრები და ტექნიკის მოყვარულები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს ახალი სმარტფონის ფუნქციები.

როგორც კომპანია ZOOMMER-ში აცხადებენ, HTC ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზეა და მომხმარებელს იმედს არ უცრუებს.

"ZOOMMER HTC-ის ოფიციალური პარტნიორია 2011 წლიდან. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს მსოფლიო ბაზარზე არსებული უახლესი სმარტფონები, HTC ONE M9+ კი დღესდღეობით ერთ-ერთი წამყვანი მოდელია სმარტფონების ინდუსტრიაში. ახალი სმარტფონი აღჭურვილია 5,2 კ რეზოლუციის მქონე ეკრანით და 8 ბირთვიანი პროცესორით, უზრუნველყოფს გამოსახულების უკეთესი ხარისხით აღქმას და შეუფერხებელ მუშაობას, 20-მეგაპიქსელიანი Duo კამერა საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მიიღოს მაღალი დეტალიზაციის მქონე ფოტოები, ხოლო უახლოეს ტექნოლოგიაზე მომუშავე წინა კამერა ცუდი განათების პირობებშიც კი მკვეთრ და ბალანსირებული სურათის გადაღების საშუალებას იძლევა. როგორც ZOOMMER-ის მაღაზიაში შეკრებილი ტექნიკის მოყვარულები აღნიშნავენ, HTC-ის ახალი მოდელი დახვეწილი დიზაინის ფორმებითაც გამოირჩევა.

(R)