eWise.ge - ვალუტის ონლაინგადახურდავების ინოვაციური მომსახურება
"მომხმარებლებს შეუძლია ნებსმიერი რაოდენობის თანხის კონვერტაცია მოახდინოს ძალიან სწრაფად და ძალიან მარტივად"
ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემდეგ საკმაოდ აქტუალური გახდა იმაზე ფიქრი სად და როგორაა შესაძლებელი სასურველი კურსით ფულის კონვერტაცია. კომპანია, რომელიც ფულის ონლაინგადახურდავებას გვთავაზობს, დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და უკვე საკმაოდ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. კომპანია eWise.ge -ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის თანხა მათთვის სასურველ ვალუტაში, ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე დააკონვერტირონ. "კვირის პალიტრა" კომპანიის გენერალური დირექტორს აკაკი ონიანს ესაუბრა:
- ბატონო აკაკი, როდის შეიქმნა თქვენი კომპანია და რით არის ის გამორჩეული?
eWise.ge ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კომპანიაა, ვალუტის გაცვლის სფეროში. ჩვენ მომხმარებლებს ინოვაციურ მომსახურებას ვთავაზობთ, რაც ვალუტის ონლაინკონვერტაციას გულისხმობს.
- როგორ უნდა ვისარგებლოთ eWise.ge -ით?
- მომხმარებლებს საიტზე მარტივი ერთწუთიანი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ მომსახურებით ისარგებლონ. ამის შემდეგ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი გადახურდავების შესახებ თუ რა ვალუტა უნდა გდაცვალოს და რომელ ვალუტაში სურს კონვერტაცია. ამასთან უნდა მიუთითონ, რომელი ანგარიშიდან რომელ ანგარიშზე სურს თანხის მიღება. რაც მთავარია ჩვენს მომხმარებლებს შეუძლია ნებსმიერი რაოდენობის თანხის კონვერტაცია მოახდინოს ძალიან სწრაფად და ძალიან მარტივად.
- რა დრო სჭირდება თანხის კონვერტაციას და რომელ ბანკებთან თანამშრომლობთ?
- ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში წამყვან ბანკებთან და ნებისმიერ ადამიანს ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს შეუძლია ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით. რაც შეეხება თანხის კონვერტაციას ის მაქსიმუმ 30 წუთში ხდება. რაც მთავარი ჩვენ ვახურდავებთ თანხას სავალუტო ჯიხურებში არსებული კურსით.
www.ewise.ge
(R)