ფოთში მატარებლები შეეჯახნენ, არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ფოთში მატარებლები შეეჯახნენ, არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ ფოთის რკინიგზის სადგურში ერთმანეთს სამგზავრო მატარებელი "თბილისი-ფოთი" და თბომავალი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამსახურის ბრიგადები და პოლიცია.

დაშავებულები ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"