"რადგან დღეს სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია, მეც ამ ქვეყნის ნაწილი ვარ" - ფეხბურთი ფედერაციის ექსპრეზიდენტის სკანდალური სადღეგრძელო - კვირის პალიტრა

"რადგან დღეს სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია, მეც ამ ქვეყნის ნაწილი ვარ" - ფეხბურთი ფედერაციის ექსპრეზიდენტის სკანდალური სადღეგრძელო

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აფხაზეთში იმყოფება და აფხაზეთის როგორც ქვეყნის და სოხუმის, როგორც მისი დედაქალაქის სადღეგრძელოს სვამს.

"მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს, რომელსაც აქვს მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები, რადგან დღეს სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია, მეც ამ ქვეყნის ნაწილი ვარ". - ამბობს სიჭინავა ვიდეოჩანაწერში, რომელიც "ფეისბუქმომხმარებელმა" ლიკა გვარამიამ რამდენიმე საათის წინ ატვირთა, რუსული მინაწერით: "სიჭინავა ზვიად ამირანოვიჩ! ვამაყობ შენით".

იხილეთ ვიდეო